Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბა სხვიტარიძის საქმე - ლაივბლოგი (03/09/2025)

საბა სხვიტარიძის განაჩენის გამოცხადებას დღეს ელიან. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია ჯერ მის დასკვნით სიტყვას მოისმენს.

10:41 3.9.2025

10:33 - „სხდომათა დარბაზში 30 ადგილია", - აფრთხილებენ დამსწრეებს მანდატურები, მსურველი რამდენიმეჯერ მეტი.

10:43 3.9.2025

სხდომათა დარბაზი სავსეა. პროკურორი, როინ ხინთიბიძე სხდომათა დარბაზშია, მოვიდნენ ადვოკატებიც. ველოდებით მოსამართლის, ჯვებე ნაჭყებიას ჩამოსვლას.

10:43 3.9.2025

საბა სხვიტარიძე შემოიყვანეს ბადრაგებმა.

„საბააა, ჩემი ძმა", - ფეხზე დგებიან და ესალმებიან დამსწრეები.

10:48 3.9.2025

საბა სხვიტარიძის საბოლოო სიტყვა:

ის კითხულობს ფურცელზე დაწერილ სიტყვას და მოიკითხავს ყველა „სინდისის პატიმარს და დაკავებულ პოლიტიკოსებს", მადლობას უხდის მედიას, ადვოკატებს, ოჯახის წევრებს.

„ყველაზე ძლიერი მაშინ ვარ, როცა ჩემს უკან ჩემი ხალხი დგას, თქვენ მაძლევთ ძალას ბრძოლისთვის, ძალას რომ ვიყო შეუპოვარი, თუნდაც ბრძოლა მიწევდეს გისოსებიდან".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG