სხდომას არ ესწრება ბრალდებული რეზო კიკნაძე. მან საკუთარი დასკვნითი სიტყვა გუშინ “ფეისბუკით” გაავრცელა.
12:32 - ანდრო ჭიჭინაძის საბოლოო სიტყვა:
„ერთი რამ მაინტერესებს, ვერ ვხვდები, თუ ამ ადამიანებს არ დაუმტკიცდათ ორგანიზება ამდენი თვის განმავლობაში მაშინ რა გვინდა ციხეში? ვერანაირ ლოგიკაში ჯდება, მაგრამ ნუ კაი...
მინდა მივმართო პროკურორებს და ისე თქვენ[მოსამართლე] ეს ჩემი აზრია და ჩემი სახელით ვლაპარაობ, სხვისი სახელით ლაპარაკის უფლება არც მაქს. ჩემი მხრიდან გპატიობთ იმას, რასაც ჩემს მიმართ ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებდით, არ ვხმარობ სიტყვას ჩვენ,რადგან არ მაქვს ამის უფლება, დიდი ალბათობით, ბიჭებს სხვა აზრიც ექნებათ..
თუმცა ამ პატიებას მოსდევს თხოვნა - თქვენ ამ ხნის განმავლობაში ძალიან ცუდი საქმეები აიღეთ, გვესმის, რომ იარაღი ხართ და არა გადაწყვეტილების მიმღები, თხოვნაა - ნუღა აიღებთ ისეთ საქმეებს, სადაც ასეთი ადამიანების ციხეში აღებაში იღებთ მონაწილეობას, ბატონო მოსამართლე თქვენც გეხებათ..
შეიძლება ჩემი აღქმების ბრალია, მაგრამ მე მაინც ამდენი ხანია გიყურებთ და ვხედავ, რომ დიდად არ გსიამოვნებთ იმას, რასაც აკეთებთ, ყველაზე ნაკლებად ბატონ ვახტანგს ეხება, ბატონ ვაჟას მეტად...
ბევრ უსამართლობას შეიძლება შეეჯახო ცხოვრებაში და ეს არ უნდა განაპირობებდეს იმას, რომ ადამიანის და ადამიანობის რწმენა დაკარგო.. თხოვნა აქედან გამომდინარეობს. ნებისმიერ ადამიანს აქვს შანსი, რომ რაღაც სახით და მომავალში, რაც დაუშვა ამა თუ იმ ფორმით გამოასწოროს".
„მადლობით დავიწყებ და მერე მივყვები..
მინდა მადლობა ვუთხრა ოჯახის წევრებს მეგობრებს, ნაცნობებს, უცნობებს, თეატრს კინოს, რომლებიც ამდენი ხანია აჩენებს, ერთმანეთის სოლიდარობის გვერდში დგომის პრინციპულობის მაგალითს...მე შემიძლია სიტყვა მოგცეთ, რომ ამ ძალიან დიდ ენერგიას, რომლის წყაროც ხართ თქვენ, მიემართება კარგ და დადებით საქმეს.
მინდა მადლობა გადავუხადო, თორნიკეს, ნათიას, ეკას, ირაკლის, ისინი გახდნენ მეგობრები და მათი პროფესიონალიზმი სამაგალითოა და არა მარტო მათი... ჩვენ წინ გენიალური ხალხი ზის და მათი დამოკიდებულება და ადამიანობა სასამართლოსა და ქვეყნის მიმართ აღნიშვნის ღირსია.
მადლობა საერთაშორისო ინსტიტუტებს, მადლობა უნდ აგადავუხადო ევროპის კინოაკადემიას, მადლობა ჟურნალისტებს და არასამთავრობოებს".
12:25 - გიორგი ტერიშვილის სიტყვა:
„მე არანაირი დანაშაული მიმიძღვის, ყველაზე დიდი დამნაშავე არის ქართულო ოცნების პრემიერი და პროკურატურა, რომელიც ზის ახლა ჩვენ წინ და თავს ვერ სწევს. ასე იქნებით მთელი ცხოვრება, თავს ვერ აწევთ..
9 თვეა ვზივართ ციხეში, არანაირი მტკიცებულება, 9 თვის განმავლობაში წაგვართვეს ყველანაირი უფლება, შეკერეს ჩვენი საქმეები ისე, როგორც თვითონ უნდოდათ და მაგის თავიც არ აქვთ ნორმალურად შეკერონ...
მინდა პროკურატურას ვუთხრა, აქ გყავდათ მოყვანილი ცრუ მოწმე პოლიციელები, რომლებიც ისხდნენ და თვითონვე ცხვენოდათ თავიანთი ტავის, თვითონვე წითლდებოდნენ თავიანთ სიტყვებში...
რომელმაც ვალერი თეთრაშვილი დააკავა, გვერდით ეჯდა, ეუბნება ვალერი თეთრაშვილს თუ ამოიცნობთო, რომელიაო და გამოიშვიარ ხელი ჩემკენ, იმ დროს თეთრაშვილი დარბაზში არ იყო...
ასეთი ცრუ მოწმე პოლიციელებით არის ეს ქვეყანა სავსე, ასეთი მატყუარები არიან..როდესაც ადვოკატმა ჩომახაშვილმა დაუსვა კითხვა ერთ-ერთ ცრუ მოწმეს, მან ვერ გასცა პასუხი, თუ შეიძლება გამიმეორეთო და ამასობაში მას პროკურორმა მესიჯი მისწერა, რა უნდა ეთქვა, ეს ყველამ კარგად დავინახეთ.. ამიტომ ბატონო მოსამართლე, მეგობრები, რომლებიც ჩემს გვერდით ზიან, არანაირი კავშირი არ გვქონია, მე ისინი აქ გავიცანი სხდომაზე...
როცა დამაკავეს გამომძიებელმა ჩამომართვა მობილური, მე თვითონ მივეცი ტელეფონის კოდი, 9 თვე გავიდა, მაგრამ არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადგენდა, რომ ჩვენ კავშირი გვქონდა ერთმანეთთან, არ ყოფილა, ვერ დაადგენდა, რადგან ჩვენ აქ სხდომათა დარბაზში გავიცანით ერთმანეთი. მინდა ვთქვა ასეთი რაღაც, ჩვენ გვასამართლებენ საქართველოს სიყვარულის გამო, ჩვენ გვასამართლებენ იმის გამო, რომ ჩვენ ვიდექით იქ, რომ დაგვეცვა ჩვეი საქართველო, გვინდა ევროპა და არ გვინდა რუსეთი...
გვყავს მთავრობა, რომელიც იწევს რუსეთისკენ.. ჯალათი წულუკიანი გამოვიდა და საქართველოს დასდო ბრალი, ასეთი მთავრობა გვყავს და მალე უნდა მოვაშოროთ".
1992 წლის 2 თებერვალს მე ძმა დავკარგე 17 წლის ბიჭი, საქართველოს დროშა ეჭირა და 300 000-იან მიტინგს მოუძღოდა წინ, ქართველმა ჯალათმა ესროლა ტყვია და ადგილზე დაიღუპა..
საქართველოს ბევრი გმირი ჰყავს და ეს მთავრობა მათ სახელს ლახავს.... ეს არის ქართული ოცნება, რუსული ოცნება.
მინდა პროკურატურას ვუთხრა, გვასამართლებთ საქართველოს სიყვარულისთვის, მაგრამ მჯერა მალე გათენდება ის დღე, როცა საქართველოს ღალატისთვის გასამართლდებით, დაჯდებით ჩვენს ადგილზე, ოღონდ სამართლიან სასამართლოში და არა ვითომ სასამართლოში".
„მინდა ავდოკატებს მადლობა გადავუხატო, ირაკლი გოგიტა თქვენი თამადობით ვყველას იდიდ მადლობა მინდა გითხრათ, რომ საქართველოს დაანახეთ როგორია მოღალატე პროკურორები, ცრუ მოწმე პოლიციელები, რომლებიც აქ ისხდნენ და სირცხვილით იწვოდნენ.. მადლობა მედიას, არასამთავროოებს, მადლობა რუსთაველის გმირებო, სინდისისი პატიმრის მშობლებო... ვიბრძოლოთ ბოლომდე,,, არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა".
12:13 - ვალერი თეთრაშვილი ამბობს საბოლოოს სიტყვას:
„ბოდიში მინდა მოვუხადო ოჯახის წევრებს რომ ვანერვიულე, მადლობა და პატივისცემა ადვოკატებს, უანგარობისთვის და კბილებით, რომ გვიცავდით.. ალბათ ადვოკატი, რომ ვყოფილიყავი თქვენნაირი ვიქნებოდი, ხალხ სმინდა მადლობა მოვუხადო, მორალური მხარდაჭერისთვის, იმისთვის, რომ პირველი სხდომიდან დღემდე გადავსებული გქონდათ დარბაზი.
გისურვვებთ მალე დაგებრუნებინოთ თქვენთვის სასურველი ცხოვრების კალაპოტები.
რაც შეეხება ბრალს - არის სიცრუე და ტყუილი, არ ვეთანხმები, არ ვაღიარებ, არანაირი ჯგუფია, არ შემისრულებია არავის მითითება, მითუმეტეს ჩემი უცნობი ხალხის, ისევ გეტყვით, რომ ესენი ყველანი აქ გავიცანი...
არ მიმიყენებია არავის ჯანმრთელობისთვის ზიანი, არ შევხებივარ სახელმწიფო და კერძო პირისი ქონებას, ეს ყველაფერი ამათ ვიდეოებშიც ჩანს.... მიმდინარე მოვლენებს ონლაინ ვადევნებდი თვალს, გვიან მივედი სახლში პირველში, უმძიმესი კადრები დამხვდა, როგორ ექცეოდნენ ხალხს, გოგოებს, ჟურნალისტებს, როგორ სცემდნენ ჯგუფურად, ხოდა ამ ყველაფრის შემთხედვარეს გამიჩნდა უსამართლობის განცდა და გადავწყვიტე გავსულიყავი რუსთაველზე.
კარგად მომისმინეთ[პროკურორებს], როგორი ხალხის აპოლოგეტები ხართ] ვნახე ვიდეო, ერთი ხუჭუჭა ბიჭის მომენტი, რომელიც გათიშული წევს ძირს, ამათი საამაყო წარმონაქმნი სამართალდამცავი წიხს ურტყამს სახეში,მერე მიდის სპეცრაზმელი და კიდევ ურტყამს სახეში, ამას რომ ვუყურე შემრცხვა ჩემი თავის, რომ ამას ვუყურებდი და ჩვეულებრივ ვაგრძელებდი ცხოვრებას, აღშფოთებით შემოვიფარგლებოდი ჩემდა სამარცხვინოთ..
ეს ყველაფერი ხდება ჩვენი ბრწყინვალე პრემიერის გამო... მან თავზე გადაგვახია კონსტიტუცია თქვენც ბატონო პროკურორო და მთელ ერს.
ჩემი ქვეყნის მომავალი მინდა იყოს ევროპაში და არა სხვაგან რუსეთებში და სიბნელეში, სიკეთეების ჩამოთვლას არ დავიწყებ, ამან მაიძულა ჩამეცვა და წავსულიყავი რუსთაველზე...
მეგონა ამის კონსტიტუციური უფლება მქონდა, დაჭერის წამიდან...რა ხილია არ ვიცი...
როცა რუსთაველზე მივედი პოლიციელის ნასახი იქ არ იყო, მხოლოდ სპეცრაზმელები იყვნენ.. ჩემი ფიზიკური მონაცემების ადამიანს, რომ ეკიპირებული სპეცრაზმელის დაზიანებას ედავებიან კომიკურია...
ვიდეოზე მე ვარ, მაგრამ იმას ვადასტურებ, რომ არანაირი სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩამიდენია, არანაირი ძალადობრივი აქტის ინიციატორი არ ვარ...ღირსება შეურაცხყოფილი იყო ამ ფსევდო სამართალდამცველების მხრიდან, ამ ვიდეოებში არ ისმის რა პირით იგინებოდნენ, ალბათ იმედის გადაღებულია....
28 წლის ვარ, ცხოვრებაში არაფერი დამიშავებია, ჩემთვის ვმუსაობდი, ვცხოვრობდი, ვბოდიალობდი აქეტ_იქით,... ამ ვიდეოში ნიღაბი არ მიკეთია, რომ ვინმემ იფიქროს სახულიგნოდ მივდიოდი, უამრავი კამერაა და იქ დანაშაულისთვის არ მივიდოდი სახედაუფარავი...
...არც ნივთების სროლას ერიდებოდნენ, იგინებოდნენ, იმუქრებოდნენ,.. ჩემი გამომძიებელი მაგარი კაცი, ვწუხვარ რომ მთვრალი მოვიდა, კითხვები მქონდა...
[დაკავების ეპიზოდი] ჩამოვიდნენ ეგრევე წამიყვანეს თბილისში, არაფერი დამიშავებია მეთქი...ჯარიმას დაგიწერენ და ვსიოო. ლამის დავძმაკაცდით ბოლოს და აქ მოდის და ჯიუტად და შეურყეველი ოპტიმიზმით ამტკიცებს, რომ ქვებს ვისროდი.."
ფორუმი