Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (03/09/2025)

11 დემონსტრანტი დღეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს საბოლოო სიტყვით მიმართავს. მათი მოსმენის შემდეგ მოსამართლე გადაწყვეტს, როდის გამოაცხადებს განაჩენს. მსგავს საქმეზე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ხუთ დემონსტრანტს, სამს კი ორი წელი და 6 თვე.

12:00 3.9.2025

11 დემონსტრანტის სასამართლოზე ათობით ადამიანს სურს დასწრება. სხდომათა დარბაზი ელვისებური სისწრაფით შეივსო... ოჯახის წევრებმა ჩაირბინეს დარბაზამდე მისასვლელი კიბე... ამ დროს სკამების დიდი ნაწილი უკვე შევსებული იყო.

ამდენივე ადამიანი დარჩა ლენტის მიღმა, ისინი ჩამოსვლას ვეღარ ახერხებენ, მათ შორის ირაკლი ქერაშვილისა და ჯანო არჩაიას ოჯახის წევრებიც არიან.

სხდომის დარბაზის გაღებამდე გაუსაძლისად ცხელოდა სასამართლოს დერეფანში... რამდენიმე მოქალაქე შეუძლოთ გახდა და წამლებით დაკავებული დემონსტრანტების მშობლებმა მოასულიერეს.

სკამებზე დამსწრეები შემჭიდროვებულად სხედან, არათუ სკამები, არამედ სკამებს შორის სივრცეებიც კი დასაჯდომადაა გამოყენებული.

12:04 3.9.2025

სხდომას ესწრება სალომე ზურაბიშვილი, მეხუთე პრეზიდენტი.

12:06 3.9.2025

მანდატურები დარბაზში სკამს ამატებენ, რაც დამსწრეების ოდენობასაც გაზრდის.

12:11 3.9.2025

ირაკლი ქერაშვილი და ქეთუნა ქერაშვილი მიმართავს დამსწრეებს: დღეს იქნება ჩვენი ბიჭების საბოლოო სიტყვები, ძალიან გთხოვთ, შეიკავეთ თავი ტაშისგან და ემოციებისგან, ჩვენ ორმაგად გვიჭირს, მაგრამ გაგვაგდებს მოსამართლე და მერე ერთი თვე ვერ ვნახავთ მათ, ვიცი რთულია ჩვენ უფრო გვიჭირს".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG