13:42 - ირაკლი ქერაშვილმა შესვენება მოითხოვა, მოსამართლე წინააღმეგია. თუ მოსმენა არ გინდათ გადითო.
[„დავასრულოთ, დავასრულოთ, მე გადავწყვეტ, როდის იქნება შესვენება", - ამბობს მოსამართლე]
[ფეხზე დგება ირმა ჭკადუა, თეთრაშვილის ბებია შემოუშვითო, აწყვეტინებს სიტყვას - დაბრძანდითო].
13:44 - ირაკლი ქერაშვილის საბოლოო სიტყვა:
„მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს რომლებიც უდიდეს მხნეობას მანიჭებენ, განსაკუთრებით ჩემს დას მინდა გადავუხადო მადლობა.... ძალიან მიყვარხარ, აჩვენე სიძლიერე, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ადვოკატებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძოდნენ ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლდა და ვფიქრობ, დაამტკიცეს".
“მიუხედავად იმისა რომ თქვენზე არანაკლებ საპასუხისმგებლო პროფესიის წარმომადგენელი გახლავართ, ყოველთვის უდიდესი კრძალვითა და პატივისცემით ვიყავი განმსჭვავული თქვენი პროფესიისადმი და სასამართლოს, როგორც ინსტიტუციისადმი, ვინაიდან თქვენს ხელშია ჯანმრთელი ადამიანის თავისუფლება. ჩემი ღრმა რწმენით, თავისუფალი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, როგორც სასამართლო, ისე მედია, ადამიანის უფლელებთან ერთად წარმოადგენს დემოკრატიის ფუნდამნეტს.
თუმცა აქ სამართალს ვეღარ ვხედავ…
სწორედ აღნიშნული ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის გამო ვისჯებით და უკანონო პატიმრობაში ვიმყოფებით აგერ უკვე 9 თვეა.
იმედი მაქვს, თქვენც იაზრებთ, რომ სამართლიანობა, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და თავისუფლება მოსამართლისთვის ფუნდამენტია და მათ არ ქონის შემთხვევაში, მოსამართლეს ერთი ნაბიჯი აშორებს ღრმადპატივსაცემი პროფესიიდან ჯალათობამდე.
სამწუხაროდ, გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი არ მაქვს, არა იმიტომ რომ დამნაშავე ვარ, არამედ მაქვს განცდა, რომ სასამართლო მიკერძოებულია, თუმცა, იმედს არ ვკარგავთ.
მინდა მივმართო რეჟიმს, იმის მიუხედავად, რომ ცდილობთ ციხის 4 კედლით შეგეშინებინეთ, თქვენდა სამწუხაროდ, ვერ გაითვალისწინეთ, რომ მაღალი AQ მქონე პირი ვარ. ვინაიდან რეჟიმის წარმომადგენლები დაბალი IQ-ს მქონე პირები არიან, განვმარტავ, AQ - ნიშნავს ადაპტიურობის ინტელექტს”.
„იმისდა მიუხედავად, რომ პროკურატურა ჩვენს მიმართ ბოროტებას სჩადის, მომავალში სავარაუდოდ გადავიკვეთებით როგორც ექიმი და პაციენტი, მაგრამ მე მოგიტევებთ დანაშაულს და კეთილსინდისიერად განვახორციელებ პროფესიულ ვალდებულებას".
„მინდა სიძლიერე და შემართება შეინარჩუნოს ჩემმა ოჯახმა, დამ მეუღლემ, მოგიწოდებთ ბოლომდე იბრძოლეთ, გამარჯვება აუცილებლად ჩვენი ქვეყნისაა".
13:50 - რუსლან სივაკოვის საბოლო სიტყვა, [თარგმნის თარჯიმანი]
„მადლობის სიტყვები მინდა წარმოვთქვა, გულით და სულით მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ამდენი ხანი იყო და იქნება ჩვენს გვერდზე. ამ არც ისე იოლ პერიოდში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თქვენი კოლოსარული მხარდაჭერისთვის, თქვენ საუკეთესოები ხართ, აგრეთვე მთელი სულით და გულით მადლობას ვუხდი, ადვოკატების მთელ კოალიციას, ისინი მართლაც რომ სამართლიანად და პროფესიონალურად იბრძოდნენ ჩვენი თავისუფლებისთის და ისედაც ძალიან კარგი და სამართლიანი ადამიანები არიან.
ჩემო მეგობრებო, მე გულწრფელად მოხარული ვარ, რომ თქვენ გაგიცანით და ცოტა არ იყოს გულდაწვეტილი ვარ, რომ ასეთ ვითარებაში გაგიცანით, მაგრამ აქ მე ვერანაირ საშიშროებას ვხედავ, მთავარია მომავალში ჩვენ აუცილებლად შევცვლით ვითარებას, უფრ კეთლგანწყობილებით და ერთმანეთში კარგ ურთიერთობას დავამყარებთ..
რაც შეეხება ბრალდებას, ეს არის სრული აბსურდი, დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი საღად მოაზროვნე ადამიანი, დამეთანხმება მე იმაში, რომ პროკურატურას მშვენივრად ესმის, მაგრამ არ უნდათ რომ ამ ფაქტებს დაეთანხმონ.
იყოს, რაც არის, არის, შეიძლება ძალიან ბევრი რამე ვისაუბროთ ჩვენი ბრალდების გარშემო, მაგრამ მე ამაში აზრზს ვერ ვხედავ რამდენადაც ყველაფერი ნათქვამია.
ახლა მთავარია, მოსამართლე ყველა უარყოფითი და დადებითი აწონ დაწონოს და გამოიტანოს სამართლიანი და ჭეშმარიტი გადაწყვეტილება, მე არ მჯერა, რომ ეს ასე მოხდება....
გაუმარჯოს საქართველოს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს, დიდება უკრაინას.
13:53 - ლუკა ჯაბუას საბოლოო სიტყვა:
ისიც მადლობას უხდის ადვოკატებს, რომ ასე იცავდნენ მათ, „მათი პრობლემა გაიხადეს საკუთარ პრობლემად“, მადლობას უხდის საზოგადოებას და პროკურატურას, რომ „ეს უნიკალური ადამიანები და საკუთარი თავი გამაცნო და მასწავლა, როგორია თავისუფლებისთვის ბრძოლა, თან საკმაოდ ადრეულ ასაკში, ამან ერთ ორად გამზარდა".
„ჩეი ამბავი გავრილოვის ღამეს დაიწყო, მაგრამ მთავარი ის არის, როდის გამიჩნდა პირველად პროტესტი, 2012 წლის არჩევნებია, მოხდა ისე, რომ ქართული ოცნების ახალგაზრდულში აღმოვჩნდი....ერთადერთი რატომაც ამ სივრცეში ყოფნის აღიარება მრცხვებია[ახალგაზრდულს კიტხულობს] ვისწავლე როგორი არ უნდა იყოს მოქალაქე...
2024 წელი 28 ნოემბერი, პრემიერად გაფორმებული კაცი აკეთებს განცხადებას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 78 მუხლთან, უარყოფს წინაპრების მონაპოვარს და ქართველი ხალხის ნებას...
ჩემი პროტესტი გამოიხატებოდა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებები და არ ცდებოდა მათ, მიუხედავად იმ ძალადობისა, რასაც ადგილი ჰქონდა პოლიციელების მხრიდან....".
„არიან ადამიანები, რომლებმაც უკარგესი ადამიანის, უკეთილესი ადამიანის ახობაძის გათავისუფლება საერთო ზეიმად აქციეს, მზიას პატიმრობა კი საერთო გულისტკენის მიზეზი გახდა, ახლა თქვენ განსაჯეთ, რომელიც მხარეა ნათელი....
ისეთივე დარწმუნებული ვარ ჩემს უნდაშაულობაში, როგორც აქციების პირველ დღეებში, მითუმეტეს შკოდებით მითვალთალებდნენ... ვაგრძელებდი აქციაზე სიარულს, დარწმუნებული ვიყავი, რომ არაფერ ისეთს რაც საფუძველს მისცემდა მათ გავესამართლებინე, ამისდა მიუხედავად, ეს რომ ვიცოდი და მეგობრებს ვწერდი, არც მივმალულვარ, ჯერ ერთი არაფერი დამიშავებია და რომც დამეშავებინა არ ვაპირებდი პასუხისმგბელობას გავქცეოდი".
„დაკავების ღამეს, როცა შეკვეთის ასაღებად გავედი, დავინახე პოლიციელები, რომლებიც უნიჭოდ მოეფარნენ მანქანას... ხელებაწეული მივეგებე მათ, 10-მდე პოლიციელი გაჩნდა, შემბოჭეს და რომ ვკითხე რატომ მაკავებდნენ მითხრეს, თურმე უბნებში ვიღაცები მანქანებს ტეხავდნენ და უნდა გადავემოწმებინე მე ხომ არ ვიყავი..."
„სხვათაშორის ჩემი ბინა არ მოეწონათ... სად ცხოვრობო.... მიპოვეს ევროკავშირის დროშა: ნწნწნწნ ეს რა ჰქონიაო, ამის შემდეგ მკითხეს სად არის მოლოტოვიო, მომიგეს, შენი გაუბედურება რომ მინდოდეს ამაზე მარტივი არაფერი იქნებოდაო.
მინდა მივმართო ვაი თქვენს პატრონს.
ტელეფონი პინკოდით გადავეცი და დაიწყეს ჩატების თვალიერება, შეამჩნიეს ჩემი ფოტოები აქციაზე და ოი, იქიდან ვერ გამოვაო. მანქანაში სცადეს იქნებ რამე ვათქმევინოთო: ჰა ბიჭო თქვით თორემ გაგცხებთო....
განყოფილებაში ერთი ცოლშვილიანი მამაკაცი იყო, რომელზეც ამბობდნენ, ბარიგობისთვის დავიჭერთო....მომიჯდა გვერდით და ბისექსუალური ხომ არ ხარო? არა მეთქი, არა, მე ვარო და შენც ხომ არ ხარო, მაინტერესებდაო".
„ერთ-ერთი პოლიციელმა მკითხა, რაზე სწავლობო, ფსიქოლოგიაზე მეთქი, ჩემი ორი ნათესავი სამედიცინოზე სწავლობსო და ამ ექიმებს რა გჭირთო და განვუმარტე, რომ ფსიქოლოგები ექიმები არ არის, ეს არის განათლებაზე და ადამიანზე.
...შემდეგი იყო გლდანის ციხის ხედი, შორიდან ლამაზი იყო და სიტყვები: შეხედე ლუკა ეს შენი სოფელია, რომ ჩაგყლაპავს თავს ვერ დააღწევო".
„დიდი იმედი არ მაქვს, მითუმეტეს გუშინდელი განაჩენის მერე, რომ რაიმე დადებითი მოხდეს, დიდი ხანია ამ ინსტიტუტების ნდობა დაკარგული მაქვს, მინატრია ბევრჯერ და მისაუბრია, ნეტა ამერიკულ ფილმებში რომაა ასეთი იყოს სასამართლო მეთქი...
გისურვებთ გქონდეთ გამბედაობა იმისა, რომ ... მე არ მეშინია დიდი ხნით ციხეში ყოფნა, მემეშინია იმის, რომ ამ დიდი ხნის შემდეგ ქვეყანა არ აღმოჩნდეს ისეთ სიტუაციაშია, საიდანაც ამოსვლას უფრო დიდი ხანი მოუნდება... არ მინდა ჩემს შვილებს მოუწიოთ უკანონობის გადატანა. დავასრულე".
ფორუმი