Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად რატიანის საქმის დასკვნითი ეტაპი - ლაივბლოგი (16/09/2025)

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასკვნით ეტაპზე გადავიდა ცნობილი ქართველი პოეტისა და მთარგმნელის, ზვიად რატიანის სასამართლო პროცესი. პროკურატურა აცხადებს, რომ ზვიად რატიანმა „ხელი გაარტყა დიდუბე-ჩუღურეთის სახაზო საპატრულო სამმართველოს უფროსს, თეიმურაზ მეშველაშვილს“.

14:23 16.9.2025

14:19 - პროკურორი იწყებს დასკვნითი სიტყვის წარმოთქმას.

14:23 16.9.2025

14:18 - ზვიად რატიანი დარბაზში შემოიყვანეს. "როგორ ხარ ზვიად? გენაცვალე"... ისმის დარბაზიდან ხმა. მოსამართლე ეუბნება, მოიკითხეთ ოჯახის წევრები, ახლობლები და დავიწყოთ. ზვიადი ფეხზე დგება, იღიმის, მუშტის აწევით ამხნევებს დარბაზში შეკრებილებს.

14:18 16.9.2025

14:17 - სხდომას 50-მდე ადამიანი ესწრება.

14:17 16.9.2025

14:15 - დარბაზში სიჩუმეა. აქა-იქ ისმის გადალაპარაკების ხმა. მოსამართლე გიორგი გელაშვილი ჯერ არ გამოჩენილა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG