14:42 - პროკურორი ყვება, რომ ზვიად რატიანის მიერ პოლიციეილსთვის სილის გაწვნის ფაქტი აღბეჭდა რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, კერძოდ 9 აპრილის ქუჩაზე დამონტაჟებულმა გარე სათვალთვალო კამერებმა: "აღნიშნული კადრების ნაწილი იხილა საზოგადოებამაც, სადაც ნათლად ჩანს ბრალდებულის მიერ განხორციელებული ძალადობა", - ამბობს ის.
14:38 - "ზვიად რატიანმა თეიმურაზ მეშველაშვილს (დაზარალებული პოლიციელი) ჰკითხა - "ახლა მე რომ პოლიციელს ხელი გავარტყა, ტეხავსო?" და მას ხელი გაარტყა" - აგრძელებს პროკურორი დასკვნითი სიტყვის წარმოთქმას.
14:28 - ზვიად რატიანი შემინული ბარიერიდან, ფეხზე მდგომი ისმენს პროკურორის დასკვნით სიტყვას. პროკურორი კითხულობს დაზარალებული პოლიციელის გამოკითხვის ოქმის შინაარსს... "ბრალდებულს ამოძრავებდა სიძულვილი" - ამბობს პროკურორი და აღწერს დაზარალებულის ტკივილის ხარისხს, რომელიც მან მას შემდეგ განიცადა, რაც ზვიად რატიანმა სილა გაარტყა - "დაზარალებულმა განმარტა, რომ ის გრძნობდა სიმხურვალეს", - ამ ფრაზას დარბაზში შეკავებული სიცილი მოჰყვა, რის გამოც მოსამართლემ შენიშვნა მისცა დარბაზს - "სიჩუმე!"
14:26 - "ბრალდებულმაც განმარტა წინასასამართლო სხდომაზე, რომ წინასწარი შეთანხმებული გეგმით მოქმედება, განმარტა, რომ სპეციალურად შეარჩია ისეთი მომენტი, სადაც ბევრი პოლიციელი იდგებოდა ერთად, შეარჩია ისეთი ადგილი, სადაც კამერა დააფიქსირებდა და სწორედ ასეთი ადგილი იყო რუსთაველის გამზირი... ბრალდებულმა არაერთხელ გამოხატა სასამართლოშიც პოლიციის მიმართ სიძულვილი. შესაბამისად, ბრალდებულის მოტივია სიძულვილი პოლიციის მიმართ", - აღწერს პროკურორი ზვიად რატიანის ქმედებას.
ფორუმი