Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქი მომღერლები, მსახიობები და ინფლუენსერები დაკითხეს ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში

„ასოშიეტედ პრესი“ წერს, რომ გამოძიება ემთხვევა თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოანის მიერ ხელოვანებისა და ოპოზიციური ხმების წინააღმდეგ მიმდინარე ფართომასშტაბიან დევნას.
„ასოშიეტედ პრესი“ წერს, რომ გამოძიება ემთხვევა თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოანის მიერ ხელოვანებისა და ოპოზიციური ხმების წინააღმდეგ მიმდინარე ფართომასშტაბიან დევნას.

ოთხშაბათს რამდენიმე ცნობილი თურქი სისხლის ანალიზის ჩასაბარებლად დაიბარეს და დაკითხეს ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში.

პროკურატურის ცნობით, სტამბოლის მთავარმა პროკურორმა გამოძიება დაიწყო იმ პირების მიმართ, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან „ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებების მოხმარებაში“.

სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, დაბარებულთა შორის არიან 12 მომღერალი, პოპულარული სატელევიზიო სერიალების მსახიობი და სოციალური მედიის ცნობილი სახე. ისინი არ დაუპატიმრებიათ და სისხლის ანალიზის ჩაბარების შემდეგ გაათავისუფლეს.

„ასოშიეტედ პრესი“ წერს, რომ გამოძიება ემთხვევა თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოანის მიერ ხელოვანებისა და ოპოზიციური ხმების წინააღმდეგ მიმდინარე ფართომასშტაბიან დევნას.

პოპ მომღერალ მაბელ მატიზს ამჟამად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება მისი ერთ-ერთი სიმღერის ტექსტში სავარაუდო „უხამსობისთვის“. პროკურორები აცხადებენ, რომ სიმღერა საზოგადოებრივი მორალის კანონებს არღვევს.

გოგონათა ჯგუფ „მანიფესტს“ ასევე ბრალი ედება ბოლო დროს ჩატარებული კონცერტის დროს სავარაუდო „უხამსი ქმედებებში“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG