მარიამ მეყანწიშვილის ადვოკატები მოსამართლეს სთხოვენ, ბრალდებული რამდენიმე წუთით გაუშვას დარბაზიდან, რადგან მან შეძლოს დამშვიდება. მან რამდენიმე წუთის წინ ტირილი დაიწყო 70 წლის ბრალდებულის გამო.
თემურ ქურციკიძის ინტერესებს იმედა ქარქაშაძე იცავს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. გამოცხადდება სასამართლოსა და საგამოძიებო უწყებებში, დაბარების შემთხვევაში... აღკვეთის ღონისძიება არ უნდა იყოს გამოყენებული და თუკი გამოიყენებთ, 5 ათასი ლარი...“
ყოფილი პოლიციელისა და სამხედროს, იური ლომიძის სიტყვა.
“მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, ვფიქრობ, რომ ჩემს სამშობლოს ვემსახურე. 16 წლის ვიყავი, ფორმა რომ ჩავიცვი, ჩემი შვილები რომ გაიზარდნენ, გადავწყვიტე ცოტა ხნით პაუზა ამეღო.
როცა პირველი, 10-წლიანი კონტრაქტი დავასრულე, გადავწყვიტე, რომ მუშაობა პოლიციაში გამეგრძელებინა, რადგან ვხედავდი, რომ პოლიციელები ყოველდღიურად გამოსადეგი ხალხი იქნებოდნენ სახელმწიფოსთვის - ყოველ შემთხვევაში მე, როგორც ჯარისკაცს, სიცოცხლე ისე დამესრულებინა, რომ ჩემი ქვეყნისთვის სისხლის არ დამეღვარა. ამიტომ გადავწყვიტე პოლიციაში წასვლა და ბედნიერი ვიყავი ის წლები - მქონდა იმის ბედნიერება, რომ ვინმეს სიცოცხლე გადამერჩინა, ვიღაცას დავხმარებოდი ძალადობის დროს. მაგრამ შემდეგ აქცენტი შვილებზე გავაკეთე - მინდოდა, ჩემს ცოლს დავხმარებოდი.
პოლიციიდან წამოსვლის შემდეგ ფსიქოლოგიურად გამიჭირდა. ალბათ ეს იყო დაუოკებელი სურვილი, რის გამოც აქციაზე ვიყავი - დავხმარებოდი ვისაც იქ გაუჭირდებოდა.
დავეხმარე იქ, ზოგი ნაცემი იყო. პოლიციასაც დავეხმარე.
ჩემთვის აქ დგომა უკვე სასჯელია ჩემი წარსულიდან გამომდინარე. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ აქ მომიწევდა დგომა. ნუ გამოიყენებთ ჩემ მიმართ აღკვეთის ღონისძიებას”, - ამბობს იური ლომიძე და ცრემლებს ვერ იკავებს.
ატირებული აგრძელებს თხრობას:
“ნუ გამოიყენებთ აღკვეთის ღონისძიებას, რადგან მინდა, რომ ბოდიში მოვუხადო ჩემს 6 წლის შვილს, რომელიც აცრემლებული საბნის ქვეშ იმალებოდა [როცა მე დამაკავეს]…”
ბორის (ჩელე) ყურუა იური ლომიძის ინტერესებს იცავს.
მისი თქმით, პროკურორს არ უსაუბრია პატიმრობის გარდა სხვა აღკვეთის ღონისძიება, რატომ არ დააზღვევდა საფრთხეებს.
„13 დღე გავიდა სავარაუდო დანაშაულის ჩადენიდან. ჩემი დაცვის მყოფი დაკავების დროს იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში. ბრალდება ვერ დაასახელებს ვერცერთ ფაქტს, რომელიც მიმალვის საფრთხეს დაასაბუთებდა...“
ადვოკატის თქმით, ბრალდებული ლომიძე 2019-2020 წლებში მსახურობდა ავღანეთში, არის თადარიგისა და პოლიციის კაპიტანი.
„მას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს კანონთან...“
ბრალდებული ცხოვრობს ცოლთან და ორ შვილთან (6 და 7 წლის ბავშვებთან) ერთად.
„ამ ადამიანის გარეშე ამ ოჯახს არსებობა არ შეუძლია... გარდა ამისა, ის არის დამხმარე დედის და 88 წლის ბებიის“.
ადვოკატი ყურუა მოითხოვს, აღკვეთის ღონისძიება არ იყოს გამოყენებული.
„სხვა შემთხვევაში გამოყენებული იყოს 5 ათასი, ან გაზარდეთ გონივრულ თანხამდე“.
ფორუმი