4 ოქტომბრის დემონსტრაციის საქმეზე დაკავებული ბოლო 16 ადამიანიდან, 5-ისთვის აღკვეთოს ღონისძიების შეფარდების საქმეს მოსამართლე ლელა კალიჩენკო განიხილავს.
სასამართლოში განიხილება იური ლომიძის, მარიამ მეყანწიშვილის, დავით გიუნაშვილის, თემურ ქურციკიძისა და გიორგი ტალახაძის საქმე.
18:37 - სასამართლო სხდომა მოსამართლე ლელა კალიჩენკომ გახსნა. მან სხდომაზე დამსწრე პირებს წესები გააცნო.
18:40 - მოსამართლემ დაადგინა დაკავებულების ვინაობა:
მარიამ მეყანწიშვილი - ცხოვრობს თბილისში;
გიორგი ტალახაძე - ცხოვრობს ახალციხეში;
დავით გიუნაშვილი - 1956 წლის 22 სექტემბერს დაიბადა, ცხოვრობს თბილისში;
იური ლომიძე - 1994 წელს დაიბადა, ცხოვრობს თბილისში;
თემურ ქურციკიძე - დაიბადა 2000 წელს, ცხოვრობს თბილისში.
გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილსა და იური ლომიძეს წარუდგინეს ბრალი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის კვალიფიკაციით;
თემურ ქურციკიძეს გარდა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა, ედავებიან სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობაში;
მარიამ მეყანწიშვილს ბრალად ედება ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში.
ფორუმი