შოთა კახიშვილმა მოსამართლეს გადასცა ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ 70 წლამდე კაცი იძულებით გადაადგილებული პირია.
ადვოკატი კახიშვილი ამბობს, რომ მოსამართლემ არ უნდა გამოიყენოს აღკვეთის ღონისძიება. და თუ მაინც ჩათვლის საჭიროდ შემზღუდველი ღონისძიების გამოყენებას, ეს იყოს გირაო.
„ხომ ხედავთ. არავის ექნება იმის განცდა, რომ დავით გიუნაშვილისთვის საპატიმროზე ნაკლები აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში, ის მიიმალება“.
დავით გიუნაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი მოსამართლეს სთხოვს, ნახოს ვიდეოკადრები, რომელიც მტკიცებულებად დებს საქმეში:
„ის არ ძალადობს, უბრალოდ დგას იქ... მინდა ასევე ვთქვა, რომ აქ წარმოდგენილი ადამიანი არ არღვევდა იქ კანონს, პირიქით, ისინი იცავენ დემოკრატიას. არცთუ შორ მომავალში, მათი ქმედებები პირიქით იქნება შეფასებული... რეჟიმის მიერ დამკვიდრებული სტანდარტითაც კი არ არსებობს დანაშაულის ნიშნები“.
ბრალდებულ მარიამ მეყანწიშვილის ტირილის ხმა ისმის დარბაზში. მოსამართლე მას ეკითხება, რა სჭირს.
„შეხედეთ ამ კაცის ხელებს“, - ამბობს ნამტირალევი ხმით მარიამ მეყანწიშვილი და 70 წლამდე დავით გიუნაშვილზე მიუთითებს.
გიუნაშვილი საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულია, რომელიც თავს მშენებლობაზე მუშაობით ირჩენს.
„ქალბატონო მარიამ, შენიშვნას გაძლევთ“, - უთხრა მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მარიამ მეყანწიშვილს.
ფორუმი