12:38 - ნინო დათაშვილის დედა, რომლის სახელი და გვარიც, მოსამართლის მსგავსად, თამარ მჭედლიშვილია, პირველ რიგში ზის. დარბაზში სიჩუმეა. აქა-იქ ისმის ჩურჩულის ხმა. პროკურორი არ ჩანს.
12:31 - დარბაზში, სადაც ძალიან ცხელა, მოსამართლე, ადვოკატები, 40-ზე მეტი ადამიანი, პროკურორს ელოდება. სხდომა 12 საათზე უნდა დაწყებულიყო.
12:26 - მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი სხდომათა დარბაზშია. დარბაზში არიან ადვოკატები და ნინო დათაშვილის ახლობლები და გულშემატკივრები. პროკურორი, მედეა ცირამუა, იგვიანებს.
12:21 - ადვოკატების ინფორმაციით, შესაძლოა, ნინო დათაშვილი სხდომაზე ონლაინ ჩაერთოს. ჯანმრთელობის უკიდურესად გართულების გამო, ის უკვე თვეზე მეტია, სასამართლოში მოსვლას ვეღარ ახერხებს.
ფორუმი