12:19 - ნინო დათაშვილის სასამართლო სხდომა, სადაც ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის, გირაოთი შეცვლა უნდა მოითხოვონ, წუთი-წუთზე დაიწყება. სხდომა მესამე დარბაზშია დანიშნული, სადაც 40-მდე ადამიანი ეტევა. დარბაზთან გაცილებით მეტი ადამიანია შეკრებილი. მათ შორის, დედა, ქმარი, მეგობრები, აქტივისტები, ჟურნალისტები.
12:21 - ადვოკატების ინფორმაციით, შესაძლოა, ნინო დათაშვილი სხდომაზე ონლაინ ჩაერთოს. ჯანმრთელობის უკიდურესად გართულების გამო, ის უკვე თვეზე მეტია, სასამართლოში მოსვლას ვეღარ ახერხებს.
12:26 - მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი სხდომათა დარბაზშია. დარბაზში არიან ადვოკატები და ნინო დათაშვილის ახლობლები და გულშემატკივრები. პროკურორი, მედეა ცირამუა, იგვიანებს.
12:31 - დარბაზში, სადაც ძალიან ცხელა, მოსამართლე, ადვოკატები, 40-ზე მეტი ადამიანი, პროკურორს ელოდება. სხდომა 12 საათზე უნდა დაწყებულიყო.
ფორუმი