პოლიცია აცხადებს, რომ ლანსაროტეში, მადრიდსა და ლას-პალმას დე გრან-კანარიაში ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში 11 ადამიანი დააკავა.
„ოთხი ეჭვმიტანილი წინასწარი პატიმრობის იზოლატორში მოათავსეს ორგანიზებულ დანაშაულთან, დოკუმენტების გაყალბებასა და ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებული ბრალდებებით", - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
გამოძიება დაიწყო 2024 წლის ბოლოსა და 2025 წლის შუა პერიოდს შორის კანარის კუნძულებზე სახელმწიფო ცენტრებიდან 14 არასრულწლოვანის გაუჩინარების შემდეგ.
პოლიციამ განაცხადა, რომ დაჯგუფება ბავშვების საფრანგეთში გადასაყვანად და მათთვის ყალბი დოკუმენტების უზრუნველსაყოფად მაროკოში, კოტ-დ’ივუარსა და ესპანეთში არსებულ მარშრუტებსა და კონტაქტებს იყენებდა.
ლანსაროტეში ორი სახლი გაჩხრიკეს, სადაც პოლიციის თანამშრომლებმა პირადი დოკუმენტები, ელექტრონული მოწყობილობები და ნაღდი ფული ამოიღეს.
პოლიციის თქმით, დაკარგული არასრულწლოვანების ადგილსამყოფლისა და საერთაშორისო კავშირების კვალის დასადგენად გამოძიება გრძელდება.
ფორუმი