Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
4 ოქტომბრის საქმეს სასამართლოში განიხილავენ
4 ოქტომბრის საქმეს სასამართლოში განიხილავენ

4 ოქტომბრის საქმე - ლაივბლოგი

საქალაქო სასამართლოში ერთმანეთის პარალელურად იწყება 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების სასამართლო. ერთ ჯგუფში 13 ბრალდებულია, მეორეში 15.

12:03 27.11.2025

ვლადიმერ გველესიანი, 43 წლის, ვლადიმერ გველესიანი ბათუმიდანაა, თუმცა თბილისში ცხოვრობს. სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ სამშენებლო ბიზნესშია დასაქმებული. ცოლ-შვილი არ ჰყავს, ადვოკატის, ზურაბ ყულიაშვილის თქმით, უვლის მოხუც დედას.

„ჩემი მუშაობა დედაჩემისთვის მნიშვნელოვანია. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი საყრდენი მე ვარ, ფინანსურად ვეხმარები", - თქვა გველესიანმა სასამართლოს სხდომაზე.

ვლადიმერ გველესიანი 7 ოქტომბერს სახლში დააკავეს.

12:03 27.11.2025

მოსამართლე იწყებს ბრალდებულების ვინაობის დადგენას. პირველი ზურაბ ჭავჭანიძეა - ცნობილი, როგორც ბათუმელი მედროშე.

ის სოხუმიდანაა - ამბობს, რომ მის საქმიანობას სამ კატეგორიად დაყოფდა - იძულებით, მოწოდებით და დიპლომის მიხედვით. „დაცვის სამსახურში ვიყავი ბოლოს“, - ამბობს ის.

ვალერიან ბუგიანიშვილის ცნობით, მან შეიტყო, რომ ზურაბ ჭავჭანიძე შიმშილობს და ურჩევს, შეწყვიტოს პროტესტის უკიდურესი ფორმა.

„დაიზიანებთ ჯანმრთელობა“, - ამბობს ის.

ზურაბ ჭავჭანიძე თხოვს მოსამართლეს, მისცეს დრო, რადგან დიდი ხანია საუბრის საშუალება არ მისცემია.

12:03 27.11.2025

პირველ დარბაზში 14 ბრალდებულია, ადვოკატების რაოდენობა - 18. ორ მათგანს მაგიდა არ აქვს და სხდომათა დარბაზის ცენტრში სკამებზე სხედან.

12:02 27.11.2025

4 ოქტომბრის საქმეები ხუთ ჯგუფადაა დაყოფილი. ყველა ამ საქმის შემთხვევაში გუშინ და დღეს წინასასამართლო სხდომები იმართება.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG