საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე მიმდინარეობს ორი სხდომა, ერთსა და იმავე დროს პარალელურად, მეორე და პირველ დარბაზში. რადიო თავისუფლება პირველი დარბაზის ამბებს გააშუქებს.
4 ოქტომბრის საქმის ტექნიკური და პროცედურული დეტალები ასეთია.
პირველი დარბაზი:
მოსამართლე: ვალერიან ბუგიანიშვილი
ბრალდებულები: ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანაძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
მეორე დარბაზი:
მოსამართლე: ნატო ხუჯაძე
ბრალდებულები: სიმონ მახარაძე, კახაბერ კვაჭანტირაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, ბექა მაჭავარიანი, მანუჩარ მიქელაძე, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე და კობა ეპიტაშვილი
ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა
4 ოქტომბრის საქმეები ხუთ ჯგუფადაა დაყოფილი. ყველა ამ საქმის შემთხვევაში გუშინ და დღეს წინასასამართლო სხდომები იმართება.
ფორუმი