14:39 - ანტონ ვარდანიძის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილიც მოითხოვს გათავისუფლდეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი წინასწარი პატიმრობიდან.
„არც ერთ მოწმეს არ აქვს ჩვენება მიცემული ანტონ ვარდანიძის წინააღმდეგ, შესაბამისად, თუ არ არსებობს მოწმე, რომელიც მასზე მიანიშნებს, გაუგებარია, რატომ უნდა სურდეს მოწმეებზე ზემოქმედება“, - თქვა ადვოკატმა.
ამას გარდა ხაზს უსვამს ფაქტს, რომ გამოძიება დასრულებულია და მტკიცებულებებს ვეღარ გაანადგურებს.
14:38 - ვლადიმერ გველესიანის ავდოკატი, ზურაბ გულიაშვილიც გირაოს ნაცვლად გათავისუფლებას მოითხოვს. „რაოდენობა თქვენ განსაზღვრეთო“, - აცხადებს ის.
14:36 - ლაშა ივანაძის და გენადი კუპრეიშვილის ადვოკატი, თემურ ბენიძე მოითხოვს მისი დაცვის ქვეშ მყოფებს შეუცვალოთ აღკვეთის ღონისძიება და 10 000-10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლონ.
14:23 - სულხან ტუღუშის ადვოკატი, ალექსანდრე ზუბიაშვილი ამბობს, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებდა, ამიტომ აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ უნდა იყოს გამოყენებული და მისი დაცვის ქვეშ მყოფი უნდა გათავისუფლდეს.
ადვოკატი ამბობს, რომ ეს ადამიანი პროტესტში მონაწილეობის გამო ისჯება, მსგავსი ხდება რუსეთსა და ბელარუსში.
მოსამართლე ბუგიანიშვილი აჩერებს და მოუწოდებს საქმეს დაუბრუნდეს.
„აქ რაც ხდება სრული მარაზმია, აქ რაზეც სხედან, სრული მარაზმია და არ უნდა იყოს გამოყენებული არც ერთი აღკვეთის ღონისძიება", - ადვოკატის ამ წინადადებას ვალერიან ბუგიანიშვილის გაღიზიანება მოჰყვა:
„სასამართლო სხდომები, მითუმეტეს ჩემი ჩატარებული არ არის მარაზმი და შეარჩიეთ სიტყვები, კორექტულად".
ფორუმი