15:57 - წინასასამართლო სხდომას თავმჯდომარეობს მოსამართლე, მეია მელქაძე. პროკურორი აქაც თამარ იაკობიძე და ლაშა ცქვიტარია არიან.
მეორე სხდომათა დარბაზში იწყება მორიგი წინასასამართლო სხდომა „4 ოქტომბრის აქციის საქმეზე“. დარბაზი პირველთან შედარებით პატარაა და ოჯახის წევრების ნაწილი შემოსვლას ვერ ახერხებს, ადგილები არაა.
საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა 9 დეკემბერს 11 საათზე გაიმართება.
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი ადგილზე თათბირით აცხადებს გადაწყვეტილებას - მან 14-ვე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
ფორუმი