Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
4 ოქტომბრის საქმეს სასამართლოში განიხილავენ
4 ოქტომბრის საქმეს სასამართლოში განიხილავენ

4 ოქტომბრის საქმე - ლაივბლოგი

საქალაქო სასამართლოში ერთმანეთის პარალელურად იწყება 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების სასამართლო. ერთ ჯგუფში 13 ბრალდებულია, მეორეში 15.

17:15 27.11.2025

ავთანდილ სურმანიძის ადვოკატი, ნანა ფარჩუკაშვილი ამბობს, რომ საქმეში დევს 52-წამიანი ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს „აქციაზე მშვიდობიანი მოქალაქე, მას შემდეგ, რაც ჭავლის მანქანა წყალს შეასხამს, ქურთუკს იფარებს, ქვევით იხრება, რაღაცას აიღებს, რომელიც იმდენად მცირეა, ფიზიკურად რა აიღო და ისროლაო ბრალდებაც ვერ ამბობს და ხელს გაიქნევს. ფიზიკურად ვერავის დააზიანებდა“.

„ერთადერთი არგუმენტი, რის გამოც გირაოს გამოყენებაზე ბრალდებამ თქვა უარი იყო ის, რომ ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტები არ იყო ქართულ ენაზე და საოქმოდ თქვა, რომ თუ წარვადგენდი ნათარგმნს, იშუამდგომლებდნენ აღკვეთის ცვლილებას".

ადვოკატი აცხადებს, რომ მან მიაწოდა ყველა საჭირო დოკუმენტი პროკურატურას, თუმცა...

„გაითვალისწინოს შშმ პირის სტატუსი პროკურატურამ და მისი წინაპირობები, გაითვალისიწნოს ის, რომ აქამდე არ არის არასდროს ნასამართლევი, მისცეს სხვა ბერკეტები, შეუცვალეთ აღკვეთის ღონისძიება და ნაცვლად პატიმრობისა გირაო - 5000 ლარის ოდენობით“, - ამბობს ის.

17:01 27.11.2025

დაიწყო აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა. პროკურორი თამარ იაკობიძე ამტკიცებს, რომ აახალი გარემოება სახეზე არაა, ამიტომ პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეს.

16:40 27.11.2025

16:39 - პროკურორი თამარ იაკობიძე აცნობს მოსამართლეს იმ მტკიცებულებების ჩამონათვალს, რომელიც გამოძიების ეტაპზე მოიპოვეს.

16:37 27.11.2025

არც ერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. მოსამართლემ ცალ-ცალკე წამოაყენა ისინი ფეხზე ეკითხება: ცნობენ თუ არა თავს დამნაშავედ....

„არა და არასოდეს“, - ამბობს ნანუ სანდერი.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG