4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების ისტორიები შეგიძლიათ აქ
„რასაც გვეუბნებით ჩვენთვის მიუღებელია რაა, არც კი ვიცნობთ ერთმანეთს“, - ეს რეაქცია აქვს გიორგი ქორქიას მოსამართლის კითხვაზე, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ.
4 ოქტომბრის საქმის ამ ჯგუფში პროკურორები არიან: თამარ იაკობიძე და ლაშა ცქვიტარია.
პროკურორი თამარ იაკობიძე იყო პროკურორი რამდენიმე გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეში, მათ შორის:
- ლაზარე გრიგორიადისის საქმე
- 5 ივლისის მოვლენების საქმეები
- ანატოლი გიგაურის საქმე
- საბა ჯიქიას საქმე
მხარეები საქმეში არსებული მტკიცებულებების დაუშვებლობა/დასაშვებობაზე მსჯელობენ.
ეს ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში შეიძლება იყოს მტკიცებულებები, რომლის საქმეში მტკიცებულებად დარჩენასაც ადვოკატები ეწინააღმდეგებიან.
ადოკატებიც აგროვებენ მტკიცებულებებს, ანალოგიურად პროკურორსაც შეუძლია მოითხოვოს რომელიმე ასეთის დაუშვებლად ცნობა.
ფორუმი