16:39 - პროკურორი თამარ იაკობიძე აცნობს მოსამართლეს იმ მტკიცებულებების ჩამონათვალს, რომელიც გამოძიების ეტაპზე მოიპოვეს.
დაიწყო აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა. პროკურორი თამარ იაკობიძე ამტკიცებს, რომ აახალი გარემოება სახეზე არაა, ამიტომ პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეს.
ავთანდილ სურმანიძის ადვოკატი, ნანა ფარჩუკაშვილი ამბობს, რომ საქმეში დევს 52-წამიანი ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს „აქციაზე მშვიდობიანი მოქალაქე, მას შემდეგ, რაც ჭავლის მანქანა წყალს შეასხამს, ქურთუკს იფარებს, ქვევით იხრება, რაღაცას აიღებს, რომელიც იმდენად მცირეა, ფიზიკურად რა აიღო და ისროლაო ბრალდებაც ვერ ამბობს და ხელს გაიქნევს. ფიზიკურად ვერავის დააზიანებდა“.
„ერთადერთი არგუმენტი, რის გამოც გირაოს გამოყენებაზე ბრალდებამ თქვა უარი იყო ის, რომ ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტები არ იყო ქართულ ენაზე და საოქმოდ თქვა, რომ თუ წარვადგენდი ნათარგმნს, იშუამდგომლებდნენ აღკვეთის ცვლილებას".
ადვოკატი აცხადებს, რომ მან მიაწოდა ყველა საჭირო დოკუმენტი პროკურატურას, თუმცა...
„გაითვალისწინოს შშმ პირის სტატუსი პროკურატურამ და მისი წინაპირობები, გაითვალისიწნოს ის, რომ აქამდე არ არის არასდროს ნასამართლევი, მისცეს სხვა ბერკეტები, შეუცვალეთ აღკვეთის ღონისძიება და ნაცვლად პატიმრობისა გირაო - 5000 ლარის ოდენობით“, - ამბობს ის.
ავთანდილ სურმანიძეს ეკითხება მოსამართლე - დასაქმებულია ვინმეო?
სურმანიძე პასუხობს: დიახ, დასუფთავების სამსახურშიო
მოსამართლე: შეუძლიათ გადახდაა?
ისმის დარბაზიდან - 300 ლარი...
ერევა ადვოკატი - თუ მაგაზეა კითხვა, მე ვიხდი აღნიშნულ თანხას, გაკმაყოფილებთო?
ავთანდილ სურმანიძე ამბობს:
„ზოგადად თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანისთვის ციხე და სასჯელი არაფერს წარმოადგენს, როცა ქვეყნის ერთიანობას ეხება, მე ბრალდებულის სკამზე ვზივარ, მაგრამ უფრო დაზარალებული ვარ, რაც ადვოკატმა წარმოთქვა იყო ჩემი საქციელი უსამართლობაზე...
მაშინ როცა სამართალდამცავი მშვიდობიან მოქალაქეს, რომელიც თავის უფლებას იყენებს და მშვიდობიან აქციაზე მშვიდობიანად დგას და ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი, როცა კანონი ირღვევა მის წინააღდეგ, როგორ უნდა მოიქცეს ეს ადამიანი?“.
ფორუმი