Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
4 ოქტომბრის საქმეს სასამართლოში განიხილავენ
4 ოქტომბრის საქმეს სასამართლოში განიხილავენ

4 ოქტომბრის საქმე - ლაივბლოგი

საქალაქო სასამართლოში ერთმანეთის პარალელურად იწყება 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების სასამართლო. ერთ ჯგუფში 13 ბრალდებულია, მეორეში 15.

18:50 27.11.2025

გამოცხადდა შესვენება 15 წუთით

18:51 27.11.2025

შესვენების შემდეგ სხდომა განახლდა. პროკურორებს რეპლიკა არ აქვთ. ავთანდილ სურმანიძის ადვოკატი, ნანა ფარჩუკაშვილი იყენებს რეპლიკის უფლებას. მიმალვაზე აქვთ აქცენტი და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი 9 ოქტომბერსაა დაკავებული. 4-დან 9-მდე 5 დღეა გასული და შეეძლო მიმალულიყო.

„ჩვენ ველოდებით გამამართლებელ განაჩენს, რას დავემალოთ? - გამამართლებელ განაჩენს? ბუნებაში არ არსებობს მოსალონდელი სასჯელის შიში და მოსალოდნელი სასჯელის შიშით მიმალვა არის გამორიცხული".

19:04 27.11.2025

18:51 - მოსამართლე მეია მელქაძემ ადგილზე თათბირით გამოაცხადა გადაწყვეტილება და 11-ვე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. მარიამ მეყანწიშვილის შემთხვევაში კი გირაო უცვლელი დატოვა

ფორუმი

XS
SM
MD
LG