სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში დიდი მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა ტროპიკული ციკლონით გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს. ინდონეზიას, მალაიზიას და შრი-ლანკას სტიქია თავს დაატყდა გასული კვირის ბოლოს.
1 დეკემბრის დილის მონაცემებით, დაღუპულია 900-ზე მეტი ადამიანი, ასეულობით დაკარგულად ითვლება.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მხოლოდ ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე დაღუპულია 440-ზე მეტი ადამიანი. შრი-ლანკაში დაღუპულია 330-ზე მეტი, ხოლო ტაილანდში - 170-ზე მეტი ადამიანი. საერთო ჯამში, ათამდე დაღუპულის შესახებ იუწყებიან მალაიზია და ვიეტნამი.
წყალდიდობამ და მეწყერმა გაანადგურეს ათეულობით ათასი სახლი, გზები და სხვა ინფრასტრუქტურა. რეგიონის ქვეყნებში დაზარალებულია მილიონობით ადამიანი.
სტიქიის ზონაში მოქცეულ რაიონებში შეიზღუდა ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგება. გაითიშა ინტერნეტი.
ფორუმი