Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ღვინის სააგენტო 13 მილიონ ლარს დახარჯავს


ღვინის ეროვნულ სააგენტოს მსგავსი კამპანია ყოველწლიურად აქვს.
ღვინის ეროვნულ სააგენტოს მსგავსი კამპანია ყოველწლიურად აქვს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციაში 13 044 000 ლარ დახარჯავს. მომავალ წელს სარეკლამო კამპანიები 18-მდე ქვეყანაში უნდა ჩატარდეს. 

მარკეტინგული კამპანიები გაიმართება:

  • აშშ-ში;
  • გერმანიაში;
  • პოლონეთში;
  • ჩინეთში;
  • დიდ ბრიტანეთში;
  • იაპონიაში;
  • სამხრეთ კორეაში;
  • საქართველოში.

გარდა ამისა დაგეგმილია 20-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა.

„მიზანია საქართველოში მეღვინეობის განვითარება და მის ფარგლებს გარეთ არსებულ საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაცია, ცნობადობის ამაღლება და საექსპორტო მიწოდების მაქსიმალურად ზრდა“, - წერია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ღვინის ეროვნული სააგენტო მსგავს კამპანიებს ყოველწლიურად ატარებს. 2025 წელს ამისთვის 12 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. დაახლოებით ამდენივე დაიხარჯა 2024 წელსაც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG