Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის საელჩო „ბოდიშისკენ“ მოწოდებაზე: BBC დამოუკიდებელია, ეს მათი გადასაწყვეტია


„ეს საკითხი თავად კორპორაციის გადასაწყვეტია“, - ბრიტანეთის საელჩო.
„ეს საკითხი თავად კორპორაციის გადასაწყვეტია“, - ბრიტანეთის საელჩო.

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში რადიო თავისუფლებასთან კომენტარით პასუხობს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მოწოდებას BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების გამო ბოდიშის მოხდაზე.

„BBC დამოუკიდებელია ბრიტანეთის მთავრობისგან როგორც საოპერაციო, ასევე სარედაქციო საქმიანობის თვალსაზრისით და ეს საკითხი თავად კორპორაციის გადასაწყვეტია“, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას საელჩოში.

„მე მგონია, რომ დიდმა ბრიტანეთმა ჯერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სიყალბის გამო უნდა მოიხადოს ბოდიში“, - განაცხადა დღეს, 9 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ დაამატა: „ეს [ბოდიში] არის პირველი, რაც ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს იმიტომ, რომ BBC არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირდაპირ ფინანსდება საჯარო არხებით“.

ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ გადაწყვიტა, BBC-ის წინააღმდეგ დაიწყოს „სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში“.

„ჟურნალისტურ გამოძიებას ჩვენი მხარდაჭერა აქვს, მადლობას ვუხდით მასში მონაწილე მამაც ადამიანებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას BBC-ის სპიკერმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG