13:30 მურთაზ ზოდელავამ კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა, დაეთანხმოს წარმოდგენილ ბრალდებებს, თუ ამით დანარჩენ 60-ზე მეტ ბრალდებულს საქმე გაუიოლდებათ. „მე მზად ვარ ავიღო ყველა უსამართლო ბრალი, თუ გინდათ კიდევ დაამატეთ მუხლები“, - განაცხადა მან.
მურთაზ ზოდელავა: „4 ოქტომბერი იყო ორწლიანი პროტესტის ბოლო ეპიზოდი. დარბევების, ცემა - ტყეპის შემდეგ. ქალბატონის მიმართ არასდროს რომ არ ყოფილა საქართველოში, ისეთი ძალადობის ტალღით. ძირითადი მოტიატორი ჩემი სწორედ ეს იყო, რაღაცის შეცვლა... სიტყვა მშვიდობას ჩვენ უფრო ხშირად ვიყენებთ. ჩვენ გვინდა საქართველო არ იყოს ერთპარტიული, ისეთ, როგორიც დღეს ჩამოყალიბდა“.
13:30 მურთაზ ზოდელავამ კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა, დაეთანხმოს წარმოდგენილ ბრალდებებს, თუ ამით დანარჩენ 60-ზე მეტ ბრალდებულს საქმე გაუიოლდებათ. „მე მზად ვარ ავიღო ყველა უსამართლო ბრალი, თუ გინდათ კიდევ დაამატეთ მუხლები“, - განაცხადა მან.
13:00 - ბექა ბასილაია, ადვოკატი: „ჩვენ ვიხილავთ საქმეს, რომელიც კრიმინალებს კი არა პატრიოტებს ეხება, საქმეს, რომელიც ეხება მცდელობას, რომ ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებულიყო. ეს ხალხი არიან არა დამნაშავეები, არამედ ისინი, ვინც აგრძელებს გზას მერაბ კოსტავასი, ზვიად გამსახურდიასი... გვესმის, რომ ამ საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკურ კაბინეტებში. ისტორია აუცილებლად თავის სახელს დაარქმევს 4 ოქტომბერს მომხდარს.
მურთაზ ზოდელავას წინააღმდეგ არის მუხლი, რომ კონსტიტუციური წყობილების შეცვლისკენ მოუწოდებდა. მურთაზ ზოდელავა დემოკრატიული წყობილების შეცვლას არ ითხოვდა და ვთქვათ, მონარქიის დამყარებას. ის, რომ ბიძინა ივანიშვილი მართავს საქართველოს, არ ნიშნავს, რომ ის კონსტიტუციურ ხელისუფლებას წარმოადგენს“.
12:55 ბრალდების მხარე აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ, ირაკლი ნადირაძემ, ლაშა ბერიძემ 4 ოქტომბერს ხალხს მოუწოდეს ხელისუფლების დამხობისკენ. მძიმე საგნების გამოყენებით და ცეცხლის წაკიდებით ანადგურებდნენ ორბელიანის მოედანზე არსებულ ინვენტარს, დააზიანეს პრეზიდენტის სასახლის რკინის ღობე, შეიჭრნენ ეზოში და სამართალდამცავებს მიაყენეს შეურაცხყოფა. განადგურდა მუნიციპალური და კერძო პირების ქონება.
ფორუმი