Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა სასამართლო - ლაივბლოგი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადორაძის, პაატა მანჯგალაძის, პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ბერიძისა და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი

12:36 10.12.2025

12: 31 მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ წინასასამართლო სხდომა გახსნა, არსებითი განხილვა. სხდომა დიდ დარბაზში ტარდება. ირაკლი შაიშმელაშვილი და პაატა ბურჭულაძე სხდომაზე არ გამოცხადებულან.

12:44 10.12.2025

12:40 - მურთაზ ზოდელავას ბრალი ედება, რომ მოუწოდებდა კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ და ჯგუფური ძალადობა. „თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, ეს იყო პროტესტი, აქტიური პროტესტი“, - განაცხადა ზოდელავამ.

12:58 10.12.2025

12:55 ბრალდების მხარე აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ, ირაკლი ნადირაძემ, ლაშა ბერიძემ 4 ოქტომბერს ხალხს მოუწოდეს ხელისუფლების დამხობისკენ. მძიმე საგნების გამოყენებით და ცეცხლის წაკიდებით ანადგურებდნენ ორბელიანის მოედანზე არსებულ ინვენტარს, დააზიანეს პრეზიდენტის სასახლის რკინის ღობე, შეიჭრნენ ეზოში და სამართალდამცავებს მიაყენეს შეურაცხყოფა. განადგურდა მუნიციპალური და კერძო პირების ქონება.

13:08 10.12.2025

13:00 - ბექა ბასილაია, ადვოკატი: „ჩვენ ვიხილავთ საქმეს, რომელიც კრიმინალებს კი არა პატრიოტებს ეხება, საქმეს, რომელიც ეხება მცდელობას, რომ ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებულიყო. ეს ხალხი არიან არა დამნაშავეები, არამედ ისინი, ვინც აგრძელებს გზას მერაბ კოსტავასი, ზვიად გამსახურდიასი... გვესმის, რომ ამ საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკურ კაბინეტებში. ისტორია აუცილებლად თავის სახელს დაარქმევს 4 ოქტომბერს მომხდარს.

მურთაზ ზოდელავას წინააღმდეგ არის მუხლი, რომ კონსტიტუციური წყობილების შეცვლისკენ მოუწოდებდა. მურთაზ ზოდელავა დემოკრატიული წყობილების შეცვლას არ ითხოვდა და ვთქვათ, მონარქიის დამყარებას. ის, რომ ბიძინა ივანიშვილი მართავს საქართველოს, არ ნიშნავს, რომ ის კონსტიტუციურ ხელისუფლებას წარმოადგენს“.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG