Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ტურიზმის პოპულარიზაციისთვის 44 მლნ ლარი დაიხარჯება


თბილისი
თბილისი

საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე ტურიზმის სექტორის პოპულარიზაციისთვის 44 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება.

„ეს გაზრდის ქვეყნის მიმართ ინტერესს, პოპულარობის გაზრდა კი ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის პირდაპირპროპორციულია“, - წერია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.

მარკეტინგული კამპანიებისთვის გამოყოფილი თანხა ასე გადანაწილდება:

  • ქართული ღვინის შესყიდვა და ადგილზე მიწოდება - 15 000 ლარი;
  • საერთაშორისო გამოფენები - 6 840 000 ლარი;
  • სასტუმროში შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზების მომსახურება - 500 000 ლარი;
  • სასმელების მიტანის მომსახურება და მასტერკლასი - 50 000 ლარი;
  • სასერვერო მომსახურების შეძენა/ინტერნეტ დამხმარე პროდუქტების ან სერვისების შეძენა, CDN ინფორმაციის მიწოდების ქსელის მომსახურება - 140 000 ლარი;
  • სატრენინგო მომსახურება - 400 000 ლარი;
  • სახელოვნებო მომსახურებები - 500 000 ლარი;
  • ახალი ამბების სააგენტოების მომსახურება - 80 000 ლარი;
  • სარეკლამო კლიპების გადაღება - 800 000 ლარი;
  • ტურისტული სააგენტოების, ტუროპერატორებისა და ტურისტების დახმარების მომსახურებები - 90 000 ლარი;
  • კვების მიწოდების მომსახურება - 380 000 ლარი;
  • ტვირთის გადაზიდვა - 130 000 ლარი;
  • მომსახურებები კვლევისა და ექსპერიმენტული განვითარების სფეროში - 1 175 000 ლარი;
  • მარკეტინგულ და პიარ მენეჯმენტთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები - 597 600 ლარი;
  • სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები - 1 767 500 ლარი;
  • სუვენირები - 300 000 ლარი;
  • ფოტოები - 50 000 ლარი.

საქართველოს საპრომოციო სარეკლამო/მარკეტინგული კამპანიების ორგანიზება მიზნობრივ ბაზრებზე სხვადასხვა ტრადიციული და არატრადიციული საკომუნიკაციო არხის მეშვეობით (ინტერნეტრეკლამა, ბეჭდვითი რეკლამა, გარე რეკლამა და სხვა) – 30 285 720 ლარი;

ფოტომომსახურებები - 150 000 ლარი.

ხელშეკრულებები ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით დაიდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG