Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა ამტკიცებს, რომ კასპიის ზღვაში რუსეთის სამხედრო ხომალდს დაარტყა


ფილანოვსკის სახელობის ნავთობისა და გაზის საბადო კასპიის ზღვაში. 16 ოქტომბერი, 2018.
ფილანოვსკის სახელობის ნავთობისა და გაზის საბადო კასპიის ზღვაში. 16 ოქტომბერი, 2018.

უკრაინის სპეცოპერაციების ძალები და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებენ, რომ კასპიის ზღვაში დაარტყეს რუსეთის საპატრულო ხომალდ „ოხოტნიკსა“ და „ლუკოილის“ საკუთრებაში არსებულ ფილანოვსკის სახელობის ნავთობისა და გაზის საბადოს საბურღ პლატფორმას. უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ პლატფორმა გამოიყენება რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის საწვავის მიწოდებისთვის. ზიანის მასშტაბები არ დაუკონკრეტებიათ.

ამ ინფორმაციის დამოუკიდებელი დადასტურება არ მოიპოვება.

უკრაინამ ადრეც განაცხადა კასპიის ზღვაში ნავთობმომპოვებელ პლატფორმებზე თავდასხმების შესახებ.

ASTRA-ს ცნობით, ბრიანსკის ოლქში ნოვოზიბკოვის მაცხოვრებლები პარასკევ-შაბათის ღამით ხანძრისა და აფეთქებების შესახებ იტყობინებოდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ოლქის გუბერნატორის ცნობით, ღამით რეგიონში ერთი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მთლიანობაში წუხელ ღამით 27 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ყველაზე დიდი რაოდენობა, 10-10 უპილოტო საფრენი აპარატი, ჩამოაგდეს ბელგოროდისა და ვორონეჟის ოლქებში.

ვორონეჟის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა ტელეგრამში დაწერა, რომ „ერთ-ერთ რაიონში რკინიგზის ლიანდაგებზე უპილოტო საფრენი აპარატის ნარჩენების დაცემის შედეგად რამდენიმე სამგზავრო და სატვირთო მატარებლის მოძრაობა შეფერხდა“. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.


ფორუმი

XS
SM
MD
LG