Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში ერთ კვირაში მესამე, სავარაუდოდ, რუსული დრონი ჩამოვარდა


საილუსტრაციო ფოტო: სამხედრო დრონი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამის არხში გამოქვეყნებული ვიდეოს კადრი.
საილუსტრაციო ფოტო: სამხედრო დრონი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამის არხში გამოქვეყნებული ვიდეოს კადრი.

თურქეთის ბალიკესირის პროვინციაში უცნობი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ტელეარხ CNN Turk-ის ცნობით, ინციდენტი მოხდა ქალაქ მანიასის მახლობლად, მარმარილოს ზღვის სამხრეთით.

ფოტო და ვიდეომასალის მიხედვით, საქმე ეხება რუსეთის მზვერავ დრონს, „მერლინ-BP“-ს, მაგრამ თურქეთის ხელისუფლებას ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, ვის ეკუთვნის დრონი.

როგორც გაზეთი Hürriyet წერს, დრონი ჩამოვარდა 10 დეკემბერს, მაგრამ მის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. ადგილობრივმა მოსახლეებმა რაღაც შენიშნეს ხორბლის ყანაში, დაიწყეს ძებნა და აღმოაჩინეს უპილოტო საფრენი აპარატი გახსნილი პარაშუტითურთ.

19 დეკემბერს თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინებოდა სტამბოლის მახლობლად, პროვინცია კოჯაელიში, სავარაუდოდ რუსეთის მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატის, „ორლან-10“-ის ჩამოვარდნის შესახებ. 15 დეკემბერს კი თურქეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა, რომ თურქეთის სამხედროებმა შავი ზღვის თავზე ჩამოაგდეს „კონტროლიდან გამოსული“ დრონი.


ფორუმი

XS
SM
MD
LG