Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს ისაკო დევიძეს, რომელიც 20 დეკემბერს დააკავეს


ისაკო დევიძე
ისაკო დევიძე

სამოქალაქო აქტივისტ ისაკო დევიძეს, რომელიც პოლიციამ 20 დეკემბერს პარლამენტის წინ დააკავა, თბილისის საქალაქო სასამართლომ 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მას ედავებიან პოლიციელის შეურაცხყოფას. ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა „პუბლიკა“.

„მე პოლიციელს მივაყენე შეურაცხყოფა თუ არა, ეს არის მეასეხარისხოვანი - იმ ყველაფრის პარალელურად, რაც დღეს ხდება ჩვენ თვალწინ, ჩვენს რეალობაში“, - თქვა მან სასამართლო სხდომაზე.

ისაკო დევიძე 20 დეკემბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ფილარმონიასთან შეკრებილი დემონსტრანტები ჯერ თავისუფლების მოედანზე მივიდნენ, შემდეგ კი პარლამენტის შენობასთან დაბრუნდნენ. მათი მოთხოვნაა, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება BBC-ს ფილმში გაჟღერებული ინფორმაციის გადასამოწმებლად - გამოიყენა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკრძალული ნივთიერება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციის დაშლის დროს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG