22 დეკემბერს უკრაინის ვიცე-პრემიერმა და რეკონსტრუქციის მინისტრმა ალექსეი კულებამ ოდესის ოლქში იუჟნის ნავსადგურსა და ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის თავდასხმის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, დარტყმისგან ნავსადგურში გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც ფქვილითა და მცენარეული ზეთით სავსე თითქმის 30 კონტეინერი დაიწვა. ადგილზე პორტის თანამშრომლები და შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. 20 დეკემბერს პორტზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ საწვავის ავზებიც დაიწვა.
ოდესის ოლქში 120 000-ზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო. „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ცნობით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები ენერგიის ალტერნატიულ წყაროებთანაა დაკავშირებული.
აღდგენითი სამუშაოები გრძელდება ასევე ჟიტომირის ოლქშიც, სადაც დაზიანდა რკინიგზის ინფრასტრუქტურა და დაშავდა ორი მემანქანე.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ოლეგ კიპერმა 22 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ენერგეტიკულ და სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა განახორციელეს. ერთი ადამიანი დაშავდა. მან ასევე განაცხადა, რომ დაზიანდა საწყობის შენობა, რომელშიც სასუქი და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა იყო.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, 22 დეკემბრის ღამეს რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მოაწყვეს დრონებით 86 თავდასხმა, 58 შეტევა მოგერიებული იქნა.
რუსეთმა კვლავ დაარტყა იუჟნის ნავსადგურს ოდესის ოლქში
ყველაზე პოპულარული
1
ფორუმი