Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი სომხეთის ელჩს შეხვდა და ფაშინიანს საჩუქარი გაუგზავნა - სომხეთის საელჩო


დონალდ ტრამპი სომხეთის ელჩს შეხვდა
დონალდ ტრამპი სომხეთის ელჩს შეხვდა

სომხეთის საელჩოს ცნობით, ელჩი შეერთებულ შტატებში, ნარეკ მკრტიჩიანი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა; საელჩოს ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა ელჩს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან „პირადი საჩუქარი“ გაატანა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დღეს, 24 დეკემბერს გაავრცელა სომხეთის საელჩომ აშშ-ში.

მოკლე ცნობის თანახმად, შეხვედრა ახლად დანიშნული ელჩებისთვის ორგანიზებულ ღონისძიებაზე გაიმართა.

„საუბრისას ელჩმა მკრტიჩიანმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის ხელშეწყობისადმი მისი თანმიმდევრული ძალისხმევისთვის, ასევე 8 აგვისტოს თეთრ სახლში ხელმოწერილი ისტორიული შეთანხმებისა და დოკუმენტებისთვის“, - იუწყება სომხეთის საელჩო.

ამავე წყაროს თანახმად, პრეზიდენტმა ტრამპმა მიულოცა ეს მიღწევა სომეხ ხალხს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი იმსახურებენ ხანგრძლივ მშვიდობას და „კიდევ ერთხელ დაადასტურა უპირობო მხარდაჭერა მშვიდობაზე ორიენტირებული პროცესების მიმართ“.

„პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობას და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელოვან როლს სამშვიდობო პროცესის წინსვლაში“, - აცხადებს საელჩო.

საელჩო ასვე იუწყება, რომ დონალდ ტრამპმა ნიკოლ ფაშინიანს საჩუქარი გაუგზავნა.

„ვაშინგტონის შეთანხმებების“ აღსრულების მიზნით სომხეთში გასულ კვირას ჩატარდა აშშ-სომხეთის სამუშაო ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა. ამასთან, სომხეთის ელჩი ვაშინგტონში შეხვდა ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს.

2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი მოეწერა როგორც სამმხრივ, ასევე ორმხრივ შეთანხმებებს.

ამავე სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP).

ფორუმი

XS
SM
MD
LG