სასულიერო პირი სახელმწიფოსადმი უპატივცემულობაში დაადანაშაულეს და ჯარიმის სახით 40 ათასი რუბლის (დაახლოებით 500 დოლარი) გადახდა დააკისრეს.
ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღეს 18 დეკემბერს, თუმცა მედიაში ეს ცნობა 24 დეკემბერს გავრცელდა. საქმის მასალების თანახმად, სიგიდამ კანონის დარღვევის და ზემოხსენებული შედარებების შემცველი სტატია განათავსა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსის, ვიქტორ პივოვაროვის ვებსაიტზე. ეს ტექსტი ამჟამად ხელმისაწვდომი არ არის.
23 დეკემბერს სასამართლომ კიდევ ორი ადმინისტრაციული საქმე განიხილა სიგიდასთან მიმართებით, ამ საქმეების დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ ინტერნეტში სახელმწიფოს შეურაცხყოფის სამი ეპიზოდის გარდა, მას ედავებოდნენ რუსეთის არმიის "დისკრედიტაციას" და "ნაციზმის რეაბილიტაციას".
სლავიანსკი-ყუბანში ეკლესიის მსახური 27 ნოემბერს, ძალის გამოყენებით დააკავეს შეიარაღებულმა პირებმა, რომლებსაც სახეები ნიღბებით ჰქონდათ დაფარული. შემდეგ დღეს იგი შინაპატიმრობაში მოათავსეს.
ილია სიგიდა არის თანაშემწე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსის, ვიქტორ პივოვაროვის, რომელიც წარსულში ორჯერაა დაჯარიმებული არმიის "დისკრედიტაციის" მუხლით. თავად სიგიდა უკვე დაპატიმრებული იყო "პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის" ბრალდებით.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახური ავრცელებს ერთ-ერთი თვითმხილველის სიტყვებს, რომ მან სიგიდა სასამართლოს შენობასთან ნახა, დაკავებული დედასთან ერთად იყო, თმა და წვერი მოპარსული ჰქონდა, ანაფორა - დახეული.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა - რომლის კანონიკურობას (კანონიერებას) აღიარებს ყველა სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია - რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებს რამდენიმე ალტერნატიული მართლმადიდებელი იურისდიქცია, რომლებიც აცხადებენ, რომ საპატრიარქოსგან დამოუკიდებლები არიან.
ფორუმი