Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანაკლიის მიწაზე Megobari ACT-ის დაწერისთვის აქტივისტი 2000 ლარით დააჯარიმეს


როსტო ზარანდია გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
როსტო ზარანდია გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

აქტივისტი, როსტო ზარანდია აცხადებს, რომ ის ზუგდიდის მერიამ 2000 ლარით დააჯარიმა ანაკლიის „საძოვარზე“ Megobari ACT-ის დაწერის გამო. მერიის თანამშრომლებმა სამართალდარღვევის ოქმი მას ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლში მიუტანეს.

„აღნიშნულმა პირმა სოფ. დიდინეძში მიწათსარგებლობის უფლების გარეშე ისარგებლა სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთით“, - წერია ოქმში.

ოქმი, რომლითაც როსტო ზარანდიას 2000 ლარის გადახდა დააკისრეს.
ოქმი, რომლითაც როსტო ზარანდიას 2000 ლარის გადახდა დააკისრეს.

როსტო ზარანდია გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

მან ანაკლიაში საძოვარზე 380-მეტრიანი გეოგლიფი, რომელზეც Megobari ACT-ი იყო გამოსახული, ტრაქტორით 13 ნოემბერს შეასრულა.

Megobari ACT აშშ-ში ინიციირებული კანონპროექტია, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას. ამავდროულად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კორექტირების შემთხვევაში, დებს საქართველოსთან აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობის პირობას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG