ხუთშაბათს, 25 დეკემბერს მორიგ სასამართლო სხდომაზე ყოფილმა მინისტრმა, - რომელიც 11 სექტემბრიდან პატიმრობაშია, - თქვა, რომ იგი „ირიბი და თან შეცვლილი ჩვენების“ საფუძველზეა დაკავებული.
„ჩემი დაკავება მოხდა ირიბი და თან შეცვლილი ჩვენების საფუძველზე. მგონია, რომ ამ ჩვენებას ნორმალურ ქვეყანაში არათუ სასამართლო, არამედ ბრალდების მხარეც არ გაითვალისწინებდა“, - თქვა მან.
ასევე განაცხადა, რომ ესპანეთში უძრავი ქონება შეისყიდა მისი კუთვნილი ორი ბინის გაყიდვის შედეგად.
„ეს ბინები კი ჩემს ოჯახს შეძენილი ჰქონდა 2014 წელსა და 2007 წელს. ორივე ბინა გასხვისდა, რომელიც ასევე დეკლარაციაშიც არის ასახული და ნასყიდობის ხელშეკრულებაც არსებობს და მფლობელიც ჰყავს. ამას აყენებენ ეჭვქვეშ. ამ ბინების გაყიდვით შევიძინე ბინა ესპანეთში. ამ ბინის საფასური კი დავფარე ორი ბინის რეალიზაციის შედეგად. ამის საფუძველზე ვარ დაკავებული“, - თქვა მან. გამოძიების ვერსია განსხვავებულია.
- ბურჭულაძის გარდა პატიმრობაში არიან მისი ცოლისძმა ვასილ მხეიძე და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა;
- ბურჭულაძეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ედება.
მას ედავებიან, რომ 1 333 728 ლარით უფრო ძვირად შეისყიდა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი - გორის სამხედრო ჰოსპიტლისთვის.
ასევე საქმის მასალებშია 544 000 ევროდ ესპანეთში, მალაგის პროვინციაში შესყიდული მიწის ნაკვეთი და სახლი.
სუსის განცხადებით, ამ თანხის „კანონიერი წარმომავლობა“ არ ჩანს.
ასევე, გამოძიება მიუთითებს 1 593 212 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე, სხვადასხვანაირი „შენიღბვის“ მეთოდით.
ჯუანშერ ბურჭულაძე 11 სექტემბერს დააკავეს, უფრო ადრე 27 ივლისს დააკავეს მისი გარემოცვის სამი წევრი.
ფულის მითვისებასა და გაფლანგვას ედავებიან:
- მის ყოფილ მოადგილეს გიორგი ხაინდრავას;
- თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ვლადიმერ ღუდუშაურს;
- ბურჭულაძის ცოლისძმას ვასილ მხეიძეს. პროკურორის მტკიცებით, საუბარია დაახლოებით რვა მილიონ ლარზე.
ფორუმი