თურქეთის ფეხბურთში ფსონების სკანდალი 26 დეკემბერს კიდევ უფრო გამწვავდა, როცა 29 ადამიანი, მათ შორის 14 ფეხბურთელი, დააკავეს, - განაცხადა სტამბოლის პროკურატურამ.
მათი დაპატიმრება ნოემბრის დასაწყისში ექვსი მსაჯისა და უმაღლესი დონის კლუბ ეიიუფსფორის პრეზიდენტის დაპატიმრებას მოჰყვა. „29 ადამიანის, მათ შორის 14 ფეხბურთელის წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერები გაიცა და 24 მათგანი პოლიციის განყოფილების
იზოლატორში გადაიყვანეს”- ნათქვამია პროკურორის განცხადებაში.
დაკავებულებს შორის არიან თურქეთის ცნობილი საფეხბურთო კლუბის გალათასარაის ყოფილი პრეზიდენტი, ერდენ თიმური, ეიიუფსფორის ვიცე-პრეზიდენტი, ფათიჰ ქულაქსიზი, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის (TFF) დირექტორი, ბიზნესმენები და ყოფილი პოლიციელი.
ექვს ეჭვმიტანილს ბრალი ედება 2024 წლის 26 ოქტომბერს „ქასიმფაშა -სამსუნსფორის მატჩის შედეგზე გავლენის მოხდენაში“, ხოლო 14-მა მოთამაშემ „ფსონები ისე დადო, რომ შეეძლო მატჩის შედეგზე გავლენის მოხდენა“, როდესაც ფსონებს დებდნენ მოწინააღმდეგე გუნდის გამარჯვებაზე საკუთარი კლუბის წინააღმდეგ მატჩში.
პროკურატურის ცნობით, საბანკო ანგარიშებზე საეჭვო ტრანსაქციები გამოვლინდა, კერძოდ, „ფულის შეტანა-გატანა, რომლებიც ფსონებს უკავშირდებოდა, ეჭვები, რომ თანხების წარმომავლობა დამალული იყო და უჩვეულო ფინანსური ტრანსაქციები“. ეს სპორტულ ფსონებთან დაკავშირებული ოპერაციების მესამე ტალღაა.
თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ, რომელმაც განაცხადა, რომ თურქული ფეხბურთის „გაწმენდა“ სურს, გასულ თვეში მუშაობა შეუჩერა 150 მსაჯს, რომლებიც მატჩებზე ფსონების დადებაში ცნეს დამნაშავეებად. მუშაობა შეუჩერეს ასევე პირველი კატეგორიის 25 მოთამაშეს და დაახლოებით 1000 სხვა - მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიის - მოთამაშეს.
ფეხბურთში ფსონების სკანდალთან დაკავშირებით თურქეთში 29 პირი დააკავეს
ყველაზე პოპულარული
1
ფორუმი