Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკისთან შეხვედრის წინ ტრამპი ტელეფონით ესაუბრა პუტინს


ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და დონალდ ტრამპი. ენკორიჯი, ალასკა. 15 აგვისტო, 2025.
ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და დონალდ ტრამპი. ენკორიჯი, ალასკა. 15 აგვისტო, 2025.

ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში დაიწყო შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. შეხვედრამდე ტრამპი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

ამერიკელმა ლიდერმა ამის შესახებ თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ში დაწერა.

„პრეზიდენტ ზელენსკისთან დღევანდელ შეხვედრამდე პრეზიდენტ პუტინთან კარგი და ძალიან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა“, ნათქვამია განცხადებაში.

დონალდ ტრამპმა დასძინა, რომ ზელენსკისთან შეხვედრა გაიმართება ფლორიდაში, მისი მამულის, მარ-ა-ლაგოს მთავარ სასადილო ოთახში და რომ პრესა მიწვეულია.

პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ პუტინსა და ტრამპს შორის საუბარი ამ უკანასკნელის ინიციატივით შედგა და ერთი საათი და 45 წუთი გაგრძელდა. უშაკოვის თქმით, პუტინი და ტრამპი თანხმდებიან, რომ უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა „კონფლიქტის გახანგრძლივებას იწვევს და საომარი მოქმედებების განახლების რისკს ქმნის“. მოსკოვი, დასძინა პუტინის თანაშემწემ, კიევისგან დონბასთან დაკავშირებით „პასუხისმგებლობიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას“ ელის. უშაკოვმა დასძინა, რომ ტრამპი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაურეკავენ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG