Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვმა უკრაინას პუტინის რეზიდენციაზე იერიშში დასდო ბრალი


სერგეი ლავროვი. ელ-რიადი, 18 თებერვალი, 2025.
სერგეი ლავროვი. ელ-რიადი, 18 თებერვალი, 2025.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ 28-29 დეკემბრის ღამეს უკრაინულმა დრონებმა სცადეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა ნოვგოროდის ოლქში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, რეზიდენციაზე თავდასხმაში 91 დრონი მონაწილეობდა. მან დასძინა, რომ მსხვერპლის ან ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

„რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ საპასუხო დარტყმების სამიზნეები და მათი განხორციელების დრო განსაზღვრულია“, განაცხადა ლავროვმა. მან დასძინა, რომ რუსეთი არ გეგმავს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებიდან გამოსვლას, მაგრამ მოლაპარაკებებში ქვეყნის პოზიციას გადახედულ იქნება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლავროვის განცხადებას „მორიგი ტყუილი“ უწოდა. ის მიიჩნევს, რომ რუსეთი მოლაპარაკებების ჩაშლას და ცდილობს ამზადებს ნიადაგს კიევში სამთავრობო შენობებზე დარტყმისთვის.

ორშაბათს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წუხელ ჩამოაგდეს 89 დრონი, რომელთაგან 18 ნოვგოროდის ოლქის თავზე განადგურდა. სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ მოსკოვის დროით დილის 7-დან 9 საათამდე რეგიონის თავზე კიდევ 23 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG