Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაზიანდა წყალქვეშა კაბელი ფინეთსა და ესტონეთს შორის


ტანკერი Eagle S (საარქივო ფოტო)
ტანკერი Eagle S (საარქივო ფოტო)

ტელეკომპანია Elisa იუწყება სადენის დაზიანებაზე ფინეთის ყურეში, ფინეთსა და ესტონეთს შორის. დაზიანება ოთხშაბათს, დილით გამოვლინდა - იუწყება კომპანია. ფინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ინციდენტთან შესაძლოა კავშირი ჰქონდეს ჯერჯერობით დაუკონკრეტებელი სახელის ხომალდს.

აღინიშნება, რომ დაზიანებას პირდაპირი გავლენა არ ჰქონია სადენის მუშაობაზე, არც ფინეთში და არც ესტონეთში.

ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდერ სტუბის თქმით, ხელისუფლებამ შეამოწმა ხომალდი, რომელმაც, სავარაუდოდ, სადენი დააზიანა. სტუბი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ხელისუფლება მზადაა, გაუმკლავდეს უსაფრთხოებისთვის შექმნილ პრობლემებს.

ინციდენტის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით არ გავრცელებულა, უცნობია, აქვს თუ არა ხომალდს კავშირი რუსეთთან.

ბოლო თვეებში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია ბალტიის ზღვაში წყალქვეშა სადენების გადაჭრის ან დაზიანების შესახებ. საქმე ეხებოდა კავშირგაბმულობის და ენერგეტიკის სადენებს. ამ ინციდენტებთან კავშირის ეჭვით ბრალდებები წაუყენეს ტანკერ Eagle S-ის კაპიტანს და მის ორ თანაშემწეს. 2024 წელს ამ ხომალდმა - რომელიც, როგორც იუწყებიან, არის ნაწილი რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტისა, - ხუთი საზღვაო სადენი გაწყვიტა. კაპიტანი ამბობს, რომ ეს არ იყო განზრახ ჩადენილი ქმედება. რუსეთის პირდაპირი მონაწილეობის შესახებ მტკიცებულებები არ გავრცელებულა, თუმცა ნატოში გამოაცხადეს, რომ დაიწყო ოპერაცია "ბალტიის დაცვა", ბალტიის ზღვაში ინფრასტრუქტურის დასაცავად რუსეთის შესაძლო "ჰიბრიდული ოპერაციებისგან".

ფორუმი

XS
SM
MD
LG