Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთი 1 იანვრიდან ევროს მოქმედების ზონას შეუერთდება


2026 წლის 1 იანვრიდან ბულგარეთი შეუერთდება ევროს მოქმედების ზონას
2026 წლის 1 იანვრიდან ბულგარეთი შეუერთდება ევროს მოქმედების ზონას

2026 წლის 1 იანვრიდან ბულგარეთი ევროს მოქმედების ზონის წევრი ხდება. სახელმწიფო ფულის ერთეულს, ლევს, შეცვლის ერთიანი ევროპული ერთეული. ამით ბულგარეთი გახდება ევროს მოქმედების ზონის 21-ე სახელმწიფო. მისი გაწევრიანება შესაძლებელი გახდა აუცილებელი კრიტერიუმის დაკმაყოფილების შედეგად - მათ შორის ინფლაციის კონტროლის.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ბულგარეთი 2007 წელს გახდა, თუმცა ევროს მოქმედების ზონაში შესვლა მხოლოდ 18 წლის შემდეგ შესძლო. ამასთან, ბულგარეთის გაწევრიანების მოლოდინით ჯერ კიდევ 2013 წელს შეიცვალა ევროს კუპიურების დიზაინი - მათზე კირილიცით შესრულებული წარწერებიც გაჩნდა.

ბულგარეთის საზოგადოებაში ერთიანი აზრი არ არის ევროს შემოღების თაობაზე. ევროპული ერთიანი ფულის წინააღმდეგ, გამოკითხვების თანახმად, გამოდის ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი. ევროს მოქმედების ზონაში გაწევრიანების მოწინააღმდეგეებს უწინარესად აშფოთებს ფასების ზრდის შესაძლებლობა. წინააღმდეგი იყო პრორუსული ოპოზიციაც.

ბულგარეთი პოლიტიკური კრიზისის ფონზე ხდება ევროს მოქმედების ზონის წევრი. დეკემბერში, ქუჩებში გამართული დემონსტრაციების შემდეგ, გამოცხადდა კოალიციური მთავრობის გადადგომა, ამ მთავრობის წევრებს შორის პოპულისტური ორიენტაციის ძალებიც იყვნენ. ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები გაიმართება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG