Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზოჰრან მამდანიმ ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა ნიუ-იორკის მერი


ახალი წლის ღამეს ზოჰრან მამდანის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა
ახალი წლის ღამეს ზოჰრან მამდანის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა

2026 წლის 1 იანვრიდან ზოჰრან მამდანი აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკის მერის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ახალი წლის ღამეს ნიუ-იორკში ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.

34 წლის ზოჰრან მამდანიმ, - რომელიც თავს დემოკრატიულ სოციალისტს უწოდებს, - ნიუ-იორკის მერის არჩევნებში 2025 წლის 4 ნოემბერს მოიპოვა გამარჯვება.

მამდანიმ ამ პოსტზე ჩაანაცვლა ერიკ ადამსი.

4 ნოემბრის არჩევნებში კენჭს იყრიდნენ რესპუბლიკელი კერტის სლივა და ნიუ-იორკის შტატის ყოფილი გუბერნატორი ენდრიუ კუომო, რომელიც დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში ზოჰრან მამდანისთან დამარცხდა და არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობდა. ერიკ ადამსმა ახალი ვადით კენჭისყრაზე უარი თქვა.

ზოჰრან მამდანი გახდა ნიუ-იორკის პირველი მუსლიმი მერი.

ზოჰრან მამდანი უგანდაში დაიბადა. ოჯახი ნიუ-იორკში დასახლდა, როცა ზოჰრან მამდანი შვიდი წლის იყო. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბოუდინ-კოლეჯში, რომელიც მენის შტატში მდებარეობს. ზოჰრან მამდანის მამა ინდოეთში დაბადებული უგანდელია, დედა - ინდოელი. მამა ისტორიკოსი და ანთროპოლოგი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი მაჰმუდ მამდანია, დედა - კინორეჟისორი მირა ნაირი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG