Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„19 საათის შემდეგ მოვახერხეთ გამოსვლა“ - სვანეთის გზაზე ზვავისას ავტომობილები გვირაბში გაიჭედნენ


ზვავის ჩამოწოლის შედეგად სვანეთის გზაზე გვირაბში ავტომობილები გაიჭედნენ
ზვავის ჩამოწოლის შედეგად სვანეთის გზაზე გვირაბში ავტომობილები გაიჭედნენ

სვანეთის გზაზე, სავარაუდოდ, სოფელ იდლიანთან წუხელ ზვავის ჩამოწოლის შედეგად მოქალაქეები ავტომობილებით გვირაბში გაიჭედნენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ისინი ამჟამად უკვე უსაფრთხოდ არიან გამოყვანილები.

წუხელ, შუაღამემდე გარკვეული დროით ადრე, როდესაც გვირაბში ავტომობილები მოძრაობდნენ, გზაზე ზვავი ჩამოწვა.

როგორც ფეისბუკზე ჯგუფებში თვითმხილველები წერენ, გვირაბიდან ჩანდა, რომ გასასვლელში ზვავი ჩამოწვა.

დაძრული თოვლის მასა ჩანს ერთ-ერთ ვიდეოშიც. ჩანს, როგორ იფარება ერთ-ერთი ავტომობილი მასაში.

მოქალაქეებისა და გზების დეპარტამენტის ცნობით, არავინ დაშავებულა.

რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი თვითმხილველი ეუბნება, რომ 19 საათის შემდეგ მოახერხეს ადგილიდან დაძვრა.

დილის 9:30 საათისთვის ერთ-ერთი წერდა, რომ „უიმედოდ“ იყვნენ, რადგან ტექნიკა ვერ მიდიოდა, ხოლო ტრაქტორს, რომელიც მივიდა, საწვავი არ ჰქონდა.

გზების დეპარტამენტი იუწყება, რომ ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კმ30–კმ100 (ჯვარი–ლახამულა) და კმ185–კმ190 (უშგული–ლასდილი) მონაკვეთებზე, - სადაც წუხელ გვიან საღამოს ზვავი ჩამოწვა, - ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

„როგორც გზების დეპარტამენტში აცხადებენ, მოქალაქეები, რომლებიც ზვავის გამო გვირაბში იყვნენ ჩარჩენილნი, ამ დროისთვის უსაფრთხოდ არიან გამოყვანილნი. ადგილზე მიმდინარეობს გზის თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები“, - წერს IPN-ი.

ამავე წყაროს ცნობით, გზის ერთი ზოლი თოვლისგან უკვე გაწმენდილია. „ზვავსაშიშროების რეჟიმი“ კვლავ ნარჩუნდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG