"ევროკავშირმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ბატონ მადუროს აკლდა ლეგიტიმურობა, და [ბლოკი] იცავდა [ძალაუფლების] მშვიდობიან გადაცემას" ვენესუელაში - წერს კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, პლატფორმაზე X, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან საუბრის შემდეგ.
"ყველა ვითარებაში დაცული უნდა იყოს საერთაშორისო სამართლის პრინციპები და გაეროს ქარტია. ჩვენ გამოვდივართ თავშეკავებისკენ მოწოდებით", - ამბობს კალასი.
კაია კალასის თქმით, ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს სწრაფად განვითარებულ სიტუაციას, ის ესაუბრა ვენესუელაში ევროკავშირის წარმომადგენელს და ბლოკის მთავარი პრიორიტეტია ევროკავშირის მოქალაქეთა უსაფრთხოება.
ევროკავშირს არ უღიარებია 2024 წლის არჩევნების კამათის საგნად ქცეული შედეგი, რომლითაც მადურომ მესამე ვადით მოიპოვა ძალაუფლება - ბლოკმა ვენესუელის ათობით ოფიციალურ პირს დაუწესა სანქციები, ქვეყანაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო.
თუმცა 27-წევრიან ბლოკს ვენესუელის ლეგიტიმურ ლიდერად ოფიციალურად არ უღიარებია ოპოზიციის კანდიდატი, ედმუნდო გონსალეს ურუტია - როგორც ეს აშშ-მა გააკეთა.
გონსალეს ურუტია ბოლო მომენტში ჩაენაცვლა ოპოზიციის ლიდერს, მარია კორინა მაჩადოს, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს.
კენჭისყრის შემდეგ გონსალეს ურუტიამ ვენესუელა დატოვა და გადავიდა მადრიდში, რომელიც გამოდის წინადადებით შუამავლის როლი იკისროს მადუროს შეპყრობის შემდეგ.
ფორუმი