„ჩინეთი მოუწოდებს აშშ-ს, უზრუნველყოს პრეზიდენტ მადუროსა და მისი მეუღლის პირადი უსაფრთხოება, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პრეზიდენტი მადურო და მისი მეუღლე, შეწყვიტოს ვენესუელის რეჟიმის დამხობის მცდელობები და საკითხი დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით მოაგვაროს“, - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც CNN ავრცელებს.
ცოტა ხნით ადრე ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ „ჩინეთი ღრმად შოკირებულია და მკაცრად გმობს აშშ-ის მიერ ძალის აშკარა გამოყენებას სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ... აშშ-ის ასეთი ჰეგემონიური ქმედებები სერიოზულად არღვევს საერთაშორისო სამართალს და ვენესუელის სუვერენიტეტს და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის რეგიონში“.
„ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს, დაიცვას საერთაშორისო სამართალი, გაეროს წესდების მიზნები და პრინციპები და შეწყვიტოს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დარღვევა“.
აშშ-ს თავდასხმა ვენესუელაზე ასევე დაგმეს რუსეთმა და ირანმა.
გაეროს გენერალური მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა აშშ-ს ამ ნაბიჯს "სახიფათო პრეცედენტი“ უწოდა. 5 იანვარს ამ საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა დაინიშნა, რომლის გამართვა რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერით კოლუმბიამ მოითხოვა.
ფორუმი