დასანქცირებულებს შორისაა საწარმოები და მათი მენეჯერები, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთის სახელმწიფო თავდაცვის კონტრაქტების მომსახურებასთან და მის თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსის საქმიანობასთან. ისინი აწარმოებენ (და აწვდიან პროდუქტებს) რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და ძალოვანი სტრუქტურებისთვის კომუნიკაციების, ელექტრონული ომისა და მიკროელექტრონიკის სფეროებში.
სანქციები დაწესდა რუსეთის ფედერაციის ქიმიური, სამთომოპოვებითი, მეტალურგიული და საწვავისა და ენერგეტიკის სექტორების სამრეწველო საწარმოების წინააღმდეგაც.
დეკემბერში უკრაინამ სანქციები დააწესა ე.წ. რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ თითქმის 700 ტანკერის წინააღმდეგ, რომლებსაც იყენებენ საერთაშორისო შეზღუდვების გვერდის ავლით სანქცირებული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის.
ფორუმი