Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილია სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებული საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობა


კომისიის თავმჯდომარე იქნება "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
კომისიის თავმჯდომარე იქნება "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

2025 წლის 30 დეკემბრის მთავრობის განკარგულებით სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობა დამტკიცდა.

საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარე "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება.

კომისიის შემადგენლობა ასეთია:

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი;
  • ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი;
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე;
  • მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი;
  • კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის 24 დეკემბრის მოწოდების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სამომხმარებლო ფასების შესწავლას იწყებს.

"შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ ისეთ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას“, - განაცხადა სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

მანამდე „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში სასურსათო ფასების სიძვირეს, - ევროპულთან შედარებით, - განაპირობებს მაღალი ფასნამატი და მოგების მაღალი მარჟები.

მან საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა, შეისწავლონ ეს საკითხი; ასევე მოითხოვა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაც. საპარლამენტო უმრავლესობამ გამოხატა მზაობა, სპეციალური კომისიის შექმნისთვის.

სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე პარლამენტი შექმნის სპეციალურ კომისიას სასურსათო ფასების შესახებ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG