თანამოსაუბრეების ცნობით, პუტინმა და ნეთანიაჰუმ ბოლო დროს რამდენჯერმე ისაუბრეს ტელეფონით ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობის ფონზე.
„ნეთანიაჰუმ პუტინს სთხოვა, დაერწმუნებინა ირანი: „ჩვენ მათ თავს არ დავესხმებით“, - იტყობინება Kan-ი.
ორ ლიდერს შორის გამართული ბოლო სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია კრემლმა 15 ნოემბერს გაავრცელა. საუბარი ეხებოდა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ირანის ბირთვულ პროგრამას და სირიაში არსებულ ვითარებას. ერთი თვით ადრე პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ისრაელისგან იღებდა სიგნალებს იმის შესახებ, რომ ის არ იყო დაინტერესებული ირანთან კონფრონტაციით.
როგორც Kan-ი აღნიშნავს, ისრაელი შიშობს, რომ თეირანმა, რომელიც დარტყმას გარდაუვალად მიიჩნევს, შესაძლოა, პირველმა შეუტიოს ისრაელის ტერიტორიას. ნეთანიაჰუს მოსკოვის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინება ასეთი სცენარის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.
5 იანვარს პარლამენტში გამოსვლისას, ისრაელის პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ირანის მხრიდან ნებისმიერ თავდასხმას „სერიოზული შედეგები“ მოჰყვება. მან ასევე განაცხადა, რომ ისრაელისა და აშშ-ის პრეზიდენტების პოზიციები ირანთან დაკავშირებით, მთლიანობაში, ერთმანეთს ემთხვევა.
„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ირანმა განაახლოს ბალისტიკური რაკეტების წარმოება და, რა თქმა უნდა, განაახლოს თავისი ბირთვული პროგრამა“, - ხაზგასმით აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
თავის მხრივ, პუტინმა ხაზი გაუსვა ირანის ბირთვული ტექნოლოგიების მშვიდობიანი გამოყენების უფლებას შესახებ და განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის, მხარი დაუჭიროს ამას. მან 2025 წლის ზაფხულში ირანზე აშშ-ის დარტყმებს არაპროვოცირებული აგრესია უწოდა.
ფორუმი