ირანში მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გრძელდება, მაშადში ხალხმა ირანის სახელმწიფო დროშა ჩამოხსნა
8 იანვარს მთელ ირანში გაგრძელდა საპროტესტო აქციები.
ქალაქ მაშადში ხალხმა სახელმწიფო დროშა ჩამოხსნა და დახია.
სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოებიდან ჩანს, რომ გამოსვლებია დედაქალაქში: ესქანდარის, ნარმაქის, ვალიასრის, ქეშავარზის ბულვარის, იუსეფაბადის, აზადის ქუჩებზე, ასევე სხვა რაიონებში.
ირანის ფარსის პროვინციაში ანტისამთავრობო დემონსტრანტებმა ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) „ყუდსის ძალების“ ყოფილი მეთაურის, აშშ-ის სპეცოპერაციის დროს მოკლული ყასემ სოლეიმანის ქანდაკება ჩამოაგდეს.
დეტალურად აქ👇
ირანის ფარსის პროვინციაში ანტისამთავრობო დემონსტრანტებმა ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) „ყუდსის ძალების“ ყოფილი მეთაურის, აშშ-ის სპეცოპერაციის დროს მოკლული ყასემ სოლეიმანის ქანდაკება ჩამოაგდეს.
ინტერნეტ-მონიტორინგის სააგენტო NetBlocks-ი აცხადებს, რომ ირანში „ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტის გათიშვა“ დააფიქსირა
ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ: „პირდაპირი მონიტორინგის მონაცემები აჩვენებს, რომ ირანი ამჟამად ინტერნეტის საყოველთაო გათიშვის პროცესშია; აღნიშნული შემთხვევა მოჰყვა ციფრული ცენზურის გამკაცრებული ზომების სერიას, რომლებიც მიმართულია ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციების წინააღმდეგ და ზღუდავს საზოგადოების უფლებას, ჰქონდეს კომუნიკაცია ამ კრიტიკულ მომენტში“
ირანში მე-12 დღეა საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მან ირანის მთავრობას მიაწოდა ინფორმაცია: „თუ ისინი ხალხის კვლას დაიწყებენ“, მაშინ „ჩვენ მათ ძალიან ძლიერ დარტყმას მივაყენებთ“.
„მე მათ ვაცნობე, რომ თუ ისინი დაიწყებენ ხალხის კვლას, რასაც ისინი, როგორც წესი, არეულობების დროს აკეთებენ, მათ კი ბევრი არეულობა აქვთ, თუ ისინი ამას გააკეთებენ, ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ“, - განაცხადა ტრამპმა.
„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს“, - ამბობს ის არსებულ ვითარებაზე. - „მათ იციან და მათ ძალიან მკაცრად უთხრეს, იმაზე მკაცრადაც კი, ვიდრე ახლა თქვენ გესაუბრებით - რომ თუ ისინი ამას გააკეთებენ, მათ მოუწევთ სასტიკი პასუხისგება“.
კითხვაზე, თუ რა არის მისი გზავნილი ირანელი ხალხისთვის, ის პასუხობს: „თქვენ მყარად უნდა გწამდეთ თავისუფლების“, რის შემდეგაც მან გააკრიტიკა ის, რაც ქვეყანაში მიმდინარე რეჟიმის პირობებში ხდება.
ფორუმი