„სიკვდილი დიქტატორს!“ - ირანში ეროვნულ დღესასწაულზე ანტისამთავრობო ლოზუნგებს ყვირიან
ირანის სახელმწიფოს უწყების მაღალი რანგის წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ “ლომისა და მზის” ემბლემა, ტრადიციული სიმბოლო, ისლამურ რესპუბლიკას ეკუთვნის.
ამ დროს რეჟიმის მოწინააღმდეგეთა ერთი ნაწილი დროშას ამ ნიშნით, ეროვნული სიამაყისა და თეოკრატიული მმართველობისადმი დაუმორჩილებლობის გამოსახატავად იყენებენ. ძველი ემბლემა დავის მიზეზი გახდა, თუმცა არა პირველად.
ისლამური რევოლუციის შემდეგ, „ლომი და მზე“ აიკრძალა და დაიგმო, როგორც მტარვალი ფეჰლევიანების მონარქიის გადმონაშთი.
ირანის თეოკრატიული მმართველები, იანვარში მასობრივი დემონსტრაციების და მათი სისხლში ჩახშობის შემდეგ აშკარად საფუძველშერყეული ისტებლიშმენტი ცდილობს, დაიბრუნოს ტრადიციული „ლომისა და მზის“ სიმბოლო. დროშებს ამ ემბლემით აფრიალებენ ხოლმე რეჟიმის მოწინააღმდეგეთა ერთი ნაწილის აქციებზე.
ქვეყნის სახელმწიფო, ირანისტიკის ფონდის დირექტორმა, ალი აქბარ სალეჰიმ, 8 თებერვალს განაცხადა, რომ “ლომისა და მზის” სიმბოლო ისლამურ რესპუბლიკას ეკუთვნის და დაგმო მისი გამოყენება „სხვების“ მიერ. სავარაუდოდ, ამ “სხვებში” ის სწორედ ოპოზიციის ნაწილს, მათ შორის, ბოლო შაჰის მემკვიდრე რეზა ფეჰლევის მომხრეებს გულისხმობდა.
ერთგული ძაღლი საფლავზე გლოვობს ირანელ მომიტინგეს, რომელიც საპროტესტო აქციების დარბევის დროს დახვრიტეს
ირანის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი ომანში მიემგზავრება აშშ-სთან მოლაპარაკებების შემდეგ
ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს - სახელმწიფოს უმთავრესი ორგანოს, რომელიც კოორდინაციას უწევს თავდაცვის, დაზვერვისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებს - მდივანი, ალი ლარიჯანი, დელეგაციასთან ერთად 10 თებერვალს ომანის დედაქალაქ მასკატს ეწვევა.
როგორც ირანული მედია იუწყება, მოსალოდნელია, რომ გავლენიანი კონსერვატორი პოლიტიკოსი ლარიჯანი, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოების სფეროში წამყვანი თანამდებობები დიდი ხანია უკავია, ომანის ოფიციალურ პირებთან „რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე მიმდინარე უახლეს მოვლენებსა და სხვადასხვა დონის ორმხრივ თანამშრომლობას“ განიხილავს.
ვიზიტი ტარდება ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შემდეგ, რომელიც 6 თებერვალს მასკატში გაიმართა, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობებში ლარიჯანის ვიზიტის შესახებ ამ მოლაპარაკებებთან კავშირი ნახსენები არ ყოფილა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორმხრივი დისკუსიები მიმდინარე კვირის შუა რიცხვებში განახლდება, თუმცა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ აღნიშნა, რომ დრო და თარიღი ვაშინგტონსა და თეირანში დამატებითი კონსულტაციების შემდეგ, ომანის შუამავლობით დადგინდება.
ფორუმი