Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, უფლებადამცველი ნარგეს მოჰამადი
ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, უფლებადამცველი ნარგეს მოჰამადი

ირანში 7,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ნობელის პრემიის ლაურეატ უფლებადამცველ ნარგეს მოჰამადის - ლაივბლოგი

ფასების ზრდის, ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო ირანელები ქუჩებში გამოვიდნენ - ეს ქვეყანაში ისლამური რეჟიმისთვის წლების განმავლობაში ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი საპროტესტო გამოსვლებია.

მთავარი მოვლენები

23:01 11.1.2026

Telegram-არხებმა - Vahid Online-მა და Hal Vash-მა, რომლებიც ირანში მიმდინარე პროტესტებსა და უფლებების დარღვევებს აკვირდებიან, თეირანში გამართული ბოლო ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს მოკლული ადამიანების კადრები გამოაქვეყნეს.

ვიდეომასალების სერიაში, რომელთა გადაღების ადგილი (თეირანის ქაჰრიზაქის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრი) სააგენტო Reuters-მა დაადასტურა, ჩანს, მოქალაქეები როგორ ეძებენ და ცდილობენ ამოიცნონ თავიანთი ნათესავები დაღუპულთა ცხედრებს შორის. სააგენტოს განცხადებით, კადრების გადაღების ზუსტი თარიღის დადგენა ვერ მოხერხდა.

„რადიო თავისუფლების“ ირანული სამსახურის მიერ ჩატარებული მოკვლევა მიუთითებს, რომ პროტესტების დროს ირანის სამხედრო და უსაფრთხოების ძალებმა მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ საბრძოლო მასალა გამოიყენეს; ასევე ვრცელდება ცნობები გასამართლების გარეშე მკვლელობების (extrajudicial killings) შესახებ.

ვიდეო გამოქვეყნებულია „რადიო თავისუფლების“ ირანული სამსახურის (Radio Farda) ინსტაგრამ-გვერდზე.
გაფრთხილება: ზოგიერთი კადრი შესაძლოა მძიმე სანახავი იყოს

23:18 11.1.2026

11 იანვარს შესრულდა მე-15 დღე ირანში საპროტესტო აქციების დაწყებიდან. დემონსტრანტები კვლავ იკრიბებიან თეირანის ქუჩებში - იმ ფონზე, როცა იზრდება მთავრობის მხრიდან ზეწოლის სისასტიკე და მსხვერპლის რაოდენობა.

უფლებადამცველი ჯგუფები და სამთავრობო მედია ათობით ქალაქიდან იუწყებიან დემონსტრაციების, დაპატიმრებების და ძალადობის შესახებ.

კაცმა, რომელიც თეირანის აღმოსავლეთ ნაწილში შეესწრო დემონსტრანტებზე ზეწოლას, რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს 10 იანვარს, ღამით უთხრა, რომ რეპრესიების ესკალაცია სწრაფად მოხდა და ქალაქში ვითარება "ომის სცენებს" ჰგავს.

01:47 12.1.2026

გავრცელებული ცნობებით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გააცნეს რეაგირების ვარიანტები დემონსტრანტთა საწინააღმდეგო ძალადობაზე ირანში - იმ ფონზე, როცა ირანში ანტისამთავრობო გამოსვლები მე-15-ე დღეა გრძელდება, იზრდება მთავრობის მხრიდან ზეწოლის სისასტიკე და მსხვერპლის რაოდენობა.

ბოლო კვირაში ტრამპმა გააძლიერა ზეწოლა ირანის მმართველების მიმართ, და ახლა აშშ-ის პრეზიდენტი განიხილავს ირანში დემონსტრანტთა მხარდასაჭერ რამდენიმე ვარიანტს - წერენ გამოცემები Axios-ი და The New York Times-ი, ანონიმურად დატოვებულ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

13:09 12.1.2026

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში "შეძრულია" ირანში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობისა და გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით.

როგორც გაეროს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ მის განცხადებაშია ნათქვამი, ყველა ირანელს უნდა შეეძლოს მშვიდობიანად და შიშის გარეშე გამოხატოს უკმაყოფილება. გუტერეში ირანის ხელისუფლებას გადაჭრით მოუწოდებს, შეწყვიტოს ძალის "გაუმართლებელი" და "შეუსაბამო" გამოყენება.


ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG